სიახლეები

ალექსანდრე თევზაძე ესტონეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ, ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან და ესტონეთის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც საქართველოსა და ესტონეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასკოლო სპორტული პროექტები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, უმნიშვნელოვანესია პრემიერის ინიციატივა სპორტულ აქტივობებში ჩართული ადამიანების გაზრდასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების შესახებ, რაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდება და ამ მიმართულებით, პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდება.
განათლების თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრებს რეგულარული ხასიათი ექნება
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი სამოქმედო გეგმა განათლების თემაზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებსა და განათლების მკვლევარებს წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
ალექსანდრე თევზაძე საბერძნეთის წამყვანი უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე სალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ პერიკლეს მიტკასს შეხვდა.
მოსწავლეებითვის ექსკურსიები და ლაშქრობები გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სპორტული ორგანიზაციების ხელშეწყობით, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ექსკურსიები და ლაშქრობები გრძელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
სასკოლო სახელმძღვანელოების გამარტივებული წესით შესყიდვასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით, სამინისტრო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესს აწარმოებს გამჭვირვალედ, ღიად და საჯაროდ. შედეგად, ახალ სასწავლო წელს, I-VI კლასის მოსწავლეები, ყველა პარამეტრით გაუმჯობესებული სახელმძღვანელობით ისწავლიან.
განათლების ინტერნაციონალიზაცია- ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი გაიხსნება. ამ საკითზე წარიმართა საუბარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ევროპის აკადემიის პრეზიდენტთან, ზირდ კლოტინკისთან, ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ევა კონდოროშთან და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ, ალექს ვეხრაცკისთან შეხვედრაზე.
EMIS-სა და 112-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (EMIS) და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ლანჯოუს უნივერსიტეტში საქართველოს შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება
თბილისის ღია უნივერსიტეტის პარტნიორ, ჩინეთის ლანჯოუს უნივერსიტეტში, საქართველოს შემსწავლელი ცენტრი დაარსდება. ამ თემაზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელსა და ლანჯოუს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, ბაო ბაოტინს შორის.მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა "ჩემი თვალით დანახული ევროპა"
„ევროპის დღეები 2018″-ის ფარგლებში, მოსწავლეების ნახატების გამოფენა „ჩემი თვალით დანახული ევროპა” მოეწყო. გამოფენა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა დაათვალიერა.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018 გამოცხადდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა-საქართველო, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა.აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვების დასახმარებლად სახელმძღვანელო ითარგმნა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, საგამომცემლო სახლმა „დედანმა“ ცნობილი ექიმისა და პედაგოგის ტარა დელეინის სახელმძღვანელო გამოსცა სახელწოდებით ,,101 თამაში და აქტივობა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“.
პროექტი Minecraft Education Edition საჯარო სკოლებში დაინერგება
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროცესში ეფექტური გამოყენების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, Microsoft-ის ევროპის ოფისის მენეჯერთან, მიროსლავ დვორაკთან, და Microsoft-ის საქართველოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება
პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი, საყოველთაო ელექტონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის 8 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება და 8 ივნისს, 18:00 საათზე დამთავრდება.
სემინარი „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მიმდინარეობს
„ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მუშაობაში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
მათემატიკური კონკურსი "იმედი ხვალის-2018" იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი მზიური საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან ერთად ატარებს მათემატიკურ კონკურსს - „იმედი ხვალის-2018“მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმა წარუდგინა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებსა და მედიას, სისტემის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გააცნო.
ქართველი მეცნიერები ევროპელ კოლეგებთან ერთად კვლევებში ჩაერთვებიან
საქართველო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) წევრი ქვეყანა გახდება და ქართველი მეცნიერები და მკვლევარები ევროპელ კოლეგებთან ერთად ჩაერთვებიან სამეცნიერო კვლევებსა და ექსპერიმენტებში. ამ საკითხზე შეთანხმება მოხდა და მომავალ ურთიერთობებზე საუბარი წარიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის შეხვედრისას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის ევროპული ასოციაციის (COST) პრეზიდენტთან, სიერდ კლოტინგთან და ასოციაციის სხვა წარმომადგენლებთან.
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის წარმომადგენლები თბილისში
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN)-ის მეორე ძირითადი ექსპერიმენტის/პროგრამის ”კომპაქტური მიუონურისოლენოიდის” ჯგუფის ხელმძღვანელს, პროფესორ ტიციანო კამპორესის და პროგრამის მთავარ ფიზიკოსს, კარლ აარონ ჯილს შეხვდა.საქართველო „ევროპის დღეს“ აღნიშნავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, "ევროპის დღესთან" დაკავშირებული ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო სტენდი მოინახულა.„სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა თემაზე „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“.სიახლეები ვერ მოიძებნა.