ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გიორგი ამილახვარმა საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მსოფლიო და რეგიონულ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა, მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

გიორგი ამილახვარმა სხვადასხვა რეგიონის სკოლების 500 მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარმა 138-ე ახლად აშენებული საჯარო სკოლა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისში ახლად აშენებული 138-ე საჯარო სკოლა გახსნა და მოსწავლეებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის ახალ შენობაში გაგრძელება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარმა „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების“ შესახებ ახალი პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც ახალი პროექტი სახელწოდებით „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარება“ წარადგინეს.

საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით 2,2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებთან კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მეორე საგრანტო კონკურსის პრეზენტაცია გამართა და მათთან ერთად პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები და თემატიკა განიხილა.

გიორგი ამილახვარმა მედიაწიგნიერების კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების კუთხით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას, პედაგოგებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და მათ პროფესიული დღე მიულოცეს.

გიორგი ამილახვარმა USAID-ის ახალი პროექტის „განათლება მომავლისთვის საქართველოში‘‘ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს.

გიორგი ამილახვარი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტ ვოლფგანგ ჰერმანს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ პრეზიდენტსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტთან, პროფესორ ვოლფგანგ ჰერმანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახლად დანიშნულ რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარმა მოსწავლეების მშობლებთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლის მოსწავლეების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათთან ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილა.

თამარ მახარაშვილმა იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა იტალიური ენის 23-ე მსოფლიო კვირეულის დასკვნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართა.

თამარ მახარაშვილმა მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, გაეროს წევრ ქვეყნებთან ერთად, საქართველოში რიგით მესამე – მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის გახსნის ღონისძიება გაიმართა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა.

გიორგი ამილახვარმა 100 წარმატებული სტუდენტის დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში წარმატებული პირველკურსელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული KIUInnovate-ის საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული KIUInnovate-ის რიგით მე-2 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გახსნა და მონაწილეებს საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.

გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და აკადემიურ პერსონალს ღირსშესანიშნავი თარიღი პირადად მიულოცა.

გელა გელაძემ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ სოფო გორგოძესთან ერთად, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მოსწავლეებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და მათ საჩუქრები გადასცა.

კიოლნისა და თსუ-ს უნივერსიტეტების ერთობლივი პროგრამის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

კიოლნისა და თსუ-ს უნივერსიტეტების სამართლის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის – LL.M. zu Köln 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.

გიორგი ამილახვარი იტალიის უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან ერთად, შეხვედრა გამართა, იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით იტალიის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლობდნენ.