ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გიორგი ამილახვარი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე და პედაგოგთა ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარი: „2022-2023 წლებში განხორციელდა ჯამში 71 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციის სამუშაოები, ხოლო 200 საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.“

მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარი: „2024 წელს განათლებისა და მეცნიერების ბიუჯეტი უპრეცედენტო ნიშნულს 2 მილიარდ 508 მილიონ ლარს მიაღწევს“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა. მინისტრმა განათლების სისტემის ყველა საფეხურზე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და მეცნიერების სფეროს განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის ელჩთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში სომხეთის ელჩთან, აშოტ სმბატიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილესთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლისთან და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ელჩინ ბაბაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

სკოლის კვებითი ობიექტებისთვის შესაბამისი მოთხოვნები დაწესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, დარგობრივი სამინისტროების, დაინტერესებული ორგანიზებისა და მშობელთა აქტიური ჩართულობით, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები“ დამტკიცდა.

გიორგი ამილახვარმა სახალხო დამცველთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული საკითხები განიხილა.

გიორგი ამილახვარი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, სადაც პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით არსებულ სიახლეებზე ისაუბრა.

მზის ენერგიის წარმოების პოპულარიზაციის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული უნარების სააგენტოსა და ებერჰარდ შოკის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

გიორგი ამილახვარმა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან სერ სტივ სმიტთან შეხვედრა გამართა

ედინბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა შეხვედრა გამართა უმაღლესი განათლების საკითხებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთან, სერ სტივ სმიტთან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეთავაზება კერძო სექტორს

პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით ბიზნესის შემოყვანას უნარების ეკოსისტემაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე. ეს შეთავაზება ითვალისწინებს სხვადასხვა ალტერნატიულ მიდგომას.

გიორგი ამილახვარმა შოტლანდიის განათლების მინისტრთან და ბრიტანეთისა და შოტლანდიის უნივერსიტეტების ასოციაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება.

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დასრულდა. განახლებული დოკუმენტი საჯარო და კერძო სკოლებისთვის მეტი ავტონომიის მინიჭებას გულისხმობს.

გიორგი ამილახვარი ედინბურგში მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში “Going Global 2023” მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება.

გიორგი ამილახვარმა ეგვიპტის უმაღლესი განათლების მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ედინბურგში იმყოფება, სადაც უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით “Going Global 2023” მონაწილეობს.

გელა გელაძემ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის - „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების სფეროში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ლანჩხუთში პირველი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო.

გიორგი ამილახვარმა კოლეჯ „ჰორიზონტის“ ლანჩხუთის ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ლანჩხუთში მდებარე კოლეჯ „ჰორიზონტის“ ახალი სასწავლო კორპუსი გახსნა და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცა.

ნოდარ პაპუკაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის პირველი შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდის (SDSURF) პირველი შემაჯამებელი კონფერენცია გახსნა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა SDSURF-ის მიერ ადრეული განათლების მიმართულებით ჩატარებული კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ახალ ელჩთან საქართველოში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს რობინ დანიგანს უმასპინძლა, მას თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა და წარმატებები უსურვა.