ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან, სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორთა კონფერენცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორთა კონფერენცია გაიმართა.

კონკურსის – „2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა‘‘ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით ქალაქ რუსთავში კონკურსის - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.

გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გახსნა.

გიორგი ამილახვარმა ევროკომისიისა და გაეროს პროექტების მართვის ოფისის (UNOPS) წარმომადგენლებთან პროექტის „ევროპული სკოლა – თბილისი“ დეტალები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროკომისიის გუნდის „ინკლუზიური საზოგადოება“ ლიდერს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელ კრისტოფ მასონს, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენელ კორინ დელეუს, გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის მულტი-ქვეყნის ოფისის (MCO) დირექტორს, ფრეია ფონ გრუტის და სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას რეფორმის ძირითადი მიმართულებები და საკვანძო საკითხები გააცნო.

გიორგი ამილახვარმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მინისტრმა, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 400-მდე მასწავლებელთან გამართა შეხვედრა და მათ სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

ზოგადი განათლების მიმართულებით კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონფერენცია სახელწოდებით „კვლევა განათლების პოლიტიკის მხარდასაჭერად“ გახსნა, რომლის ფარგლებშიც საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით ფართომასშტაბიანი კვლევების შედეგები წარუდგინა.

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა სამეცნიერო კონფერენციაზე თავიანთი მოხსენებები წარმოადგინეს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის კონკურსის – „ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ – გამარჯვებულებმა სამეცნიერო კონფერენციაზე საპოსტერო მოხსენებები წარადგინეს.

გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

საქართველოში სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფის თემაზე კონფერენცია გაიმართა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ESTDEV) შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე: სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში.

გიორგი ამილახვარმა გერმანელ მეცნიერებთან „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გერმანელ მეცნიერებს – დრეზდენ-როსენდორის ჰელმჰოლც ცენტრის დირექტორს, თსუ და სტუ-ს საპატიო დოქტორს სებასტიან შმიდტს, იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, თსუ-ს და სტუ-ს საპატიო დოქტორს, პროფესორ ჰანს შტროერსა და იულუხის კვლევითი ცენტრის ნეურო მედიცინის ინსტიტუტის დირექტორს, სტუ-ს საპატიო დოქტორს პროფესორ ჯონ შაჰს უმასპინძლა.

გიორგი ამილახვარმა გერმანულ მხარესთან პროფესიული განათლების მიმართულებით არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელთან ლიდია კრისტმანთან, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და PEM consult-ის წარმომადგენლებთან.

გიორგი ამილახვარმა ევროსაბჭოს განათლების მიმართულების ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროსაბჭოს განათლების მიმართულების ხელმძღვანელს, სარა კიტინგს უმასპინძლა.

გიორგი ამილახვარი ბრიუსელში ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტზე მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარდგა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მინისტრმა მთავარი მომხსენებლის სტატუსით, მონაწილეობა მიიღო ევროპული განათლების რიგით მე-6 სამიტში, რომლის მთავარი თემა იყო „ევროპული განათლების სივრცე – რეალობა ყველასთვის‘‘.

გიორგი ამილახვარმა ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარ ილიანა ივანოვასთან.

გიორგი ამილახვარი: „2014-2023 წლების განმავლობაში განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებისთვის გამოყოფილი დაფინანსება ჯამში 42 მილიონ ლარზე მეტია‘‘

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამები და მიღწეული შედეგები გააცნო.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ გააცნო

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დეპუტატებს ახალი საგრანტო პროგრამა – „კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF)“ გააცნო, რომელიც ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ერთობლივი ორმაგი საერთაშორისო ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად, საქართველოს უნივერსიტეტების დაფინანსებას გულისხმობს.

გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ინიციატივები და მიღწეული შედეგები შეაჯამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და მიღწეულ შედეგებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატებს პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პროფესიული განათლების განვითარების ახალ ხედვაზე ისაუბრა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს.