სიახლეები

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამა გააცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.
თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გახსნეს.
აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს 4 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის უმთავრეს მიზანს უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გასაძლიერებლად პირველი საერთაშორისო Excellence School ტარდება
ბრიტანულ უნივერსიტეტში, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო Excellence School ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარს ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა უმასპინძლა.
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ემინ ამრულაევთან და დელეგაციის წევრებთან ერთად, ბაქოს STEAM-ინოვაციების ცენტრი დაათვალიერა
გრძელდება აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ვიზიტი.
გიორგი ამილახვარმა ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო
ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ზურაბ პატარიძესთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი ყვავილებით შეამკო.
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა
ბაქოში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA Universiteti) რექტორ ჰაზიფ პაშაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება.
ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება.
გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.
გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში − აბდულლა ნასსერ ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა ნორვეგიის ელჩთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან ბერგლიოტ ჰოვლანდთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც დევისის ცენტრის ქართველოლოგიის პროგრამით არიან დაინტერესებულნი.
გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდობის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
გელა გელაძე ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის მიმდინარეობას გაეცნო
მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური იმართება. ოლიმპიადის მიმდინარეობას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე თბილისის 55-ე საჯარო სკოლაში გაეცნო.
გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ სამართლის დოქტორი ალექსანდრე წულაძე დაინიშნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პირველ მოადგილედ ალექსანდრე წულაძე დანიშნა.სიახლეები ვერ მოიძებნა.