სიახლეები

უნივერსიტეტებს შესაძლებლობა აქვთ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის 3-წლიანი პროგრამები განახორციელონ
საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შესაბამისი დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, უკვე არსებულ პროგრამებთან ერთად, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ბაკალავრიატის არანაკლებ 180-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობა ეძლევათ.
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები გახანგრძლივდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტაციის წარდგენის ვადები 2024 წლის 2 მარტის, 18:00 საათამდე გახანგრძლივდა.
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციისა და გამოცდის ჩატარების ვადები დადგინდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2024 წლის 27 თებერვლიდან 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2024 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტის საჯარო განხილვა იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი მოამზადა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს იმგვარი სასკოლო გარემოს შექმნას, სადაც აღიზრდება ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული პიროვნება.
გელა გელაძე გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობას გაეცნო
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობას გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად, სამშენებლო სამუშაოების ადგილზე იმყოფებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე.
გიორგი ამილახვარმა საგნობრივ ექსპერტებთან ზოგადი განათლების რეფორმის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე ახორციელებს მასშტაბურ რეფორმას, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება
საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურსის გამართვის მოქმედი წესის რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მიზანშეწონილად ჩაითვალა გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი".
აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო
საქართველოში „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ განხორციელება დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის პროექტები მნიშვნელოვანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, მათი კვლევითი სტრუქტურების, პროცესებისა და შედეგების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. სტუმრების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე საქართველოში, ალან პერსელი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-დან, ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული უმაღლესი განათლების ექსპერტები, რექტორები პროგრამის მონაწილე საჯარო და კერძო უნივერსიტეტებიდან, პროგრამის ალუმნები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები. „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა (UCBP)“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საელჩოს მიერ დაფინანსებული ინიციატივაა. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევის ადმინისტრირების და განვითარების ოფისების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ინსტიტუტების წვლილის ზრდას საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. პროგრამის ადმინისტრირება ხორციელდება საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების მიერ აშშ-ის საუნივერსიტეტო კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ საბჭოსთან (NCURA) თანამშრომლობით. პროგრამა განხორციელდება ოთხ ეტაპად: • საჭიროებების შეფასება და ვორქშოპი „აშშ-საქართველოს შორის კვლევითი კოლაბორაცია“ – ამერიკული საბჭოები და NCURA განახორციელებენ პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტების კვლევის ადმინისტრატორების და განვითარების ოფისების საჭიროების შეფასებას, შეისწავლიან ძირითად გამოწვევებს სამუშაოს მეტად ეფექტიანად შესრულებისთვის. ვორქშოპის ფარგლებში ჩატარდება პროფესიული განვითარების ტრენინგები საქართველოს, აშშ-სა და ევროკავშირს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის და ცოდნის გადაცემის წახალისების მიზნით. • ვებინარების სერია პროგრამის მონაწილეებისათვის – აშშ-ის ექსპერტების მონაწილეობით პროგრამის ფარგლებში ჩატარდება ვებინარები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე. • სასწავლო ვიზიტი აშშ-ში – სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს 10 კვლევის ადმინისტრატორი/განვითარების ოფისის ან კვლევითი დეპარტამენტის წარმომადგენელი ორი კვირის განმავლობაში გაიცნობს 12 ამერიკული უნივერსიტეტის/საგანმანათლებლო დაწესებულების კვლევის მენეჯმენტის, ფონდების მოძიებისა და საერთაშორისო კოლაბორაციის საუკეთესო პრაქტიკას. ეს ხელს შეუწყობს მონაწილეების შესაძლებლობების განვითარებას კვლევის ადმინისტრირებასა და ინოვაციების მართვის კუთხით. • ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი – პროგრამის ქართველ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საპროექტო განაცხადი ამერიკელი ექსპერტების საპასუხო ვიზიტის განსახორციელებლად. ვიზიტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი იმუშავებს მასპინძელ უნივერსიტეტთან კვლევის ადმინისტრირების, კვლევითი საქმიანობის განვითარების, ფონდების მოძიების ან/და კურსდამთავრებულთა ჩართულობის წახალისების მიმართულებით.
დუბაიში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი ამილახვარმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში გამართულ 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, დუბაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც 2024 წლის მსოფლიო სამთავრობო სამიტში მონაწილეობს.
ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ამილახვარი: „2024 წლიდან ახალგაზრდული პოლიტიკა განათლების სფეროს სისტემური ნაწილი გახდა, რაც უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებებისა და მათ ინტერესებზე მორგებული მრავალფეროვანი პროგრამების, პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას‘‘
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი‘‘
„ყოველწლიურად ეტაპობრივად გაიზრდება მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება, მეცნიერ-თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელი. დაწყებულია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM), ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური სამეცნიერო საგრანტო კონკურსების დაფინანსების ზრდა და ფუნდამენტური კვლევების მასშტაბის გაფართოება,‘‘ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ამილახვარი: „აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით“
„აქტიურად გრძელდება მუშაობა ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობის შეთავაზების კუთხით: გრძელდება სახელმწიფო სტიპენდიის პროგრამა - თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე 2024 წელს გაორმაგებულ სტიპენდიას, ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარის ოდენობით, 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს.
გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პროფესიული განათლების განვითარების ხედვა წარადგინა
„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია პროფესიული განათლების განვითარება. პრიორიტეტია, რომ პროფესიული განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და პასუხობდეს შრომის ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საჭიროებებს,‘‘ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ამილახვარი: „სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი“
პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „2024 წელს მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით და მეტით“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მასწავლებელთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
გიორგი ამილახვარი: „გაგრძელდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით მიმდინარე რეფორმა, რაც გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ბაღების თვითშეფასებასა და ეტაპობრივ ავტორიზაციას“
„სკოლამდელ განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება ინტენსიური მუშაობა. მიმდინარეობს და გაგრძელდება დივერსიფიცირებული სკოლამდელი განათლების კონცეფციაზე მუშაობა, რაც გულისხმობს საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების განვითარებას როგორც ურბანული დასახლებების მრავალრიცხოვანი ჯგუფების განტვირთვის, ისე მაღალმთიანი რეგიონების მცირეკომლიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტებისთვის,“ – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.სიახლეები ვერ მოიძებნა.