სიახლეები

გიორგი ამილახვარი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და მათთან უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი ინიციატივები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, თსუ-ს აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.
გიორგი ამილახვარი აზიის განვითარების ბანკის ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის ბანკის (ADB) ადამიანური კაპიტალისა და სოციალური განვითარების სექტორის დირექტორთან სოფია შაკილთან. მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამებს ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაცია მიენიჭა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ერთობლივი და უცხოური აკრედიტაციის მქონე პროგრამების განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტების – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – უმაღლესმა საბაკალავრო STEM პროგრამებმა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვეს.
საქართველოში მაარიფის საერთაშორისო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული განათლების მინისტრის პირველ მოადგილე ომერ ფარუქ იელქენჯთან, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაისთან და თურქეთის მაარიფის ფონდის თავმჯდომარე ბიროლ აქგუნთან ერთად, მაარიფის საერთაშორისო სკოლა გახსნა.
პროფესიული განათლება – ახალი ხედვა პრეზენტაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საზოგადოებას პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა წარუდგინა, რომელიც პროფესიული განათლების სისტემაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას და მათთვის საჯარო შეთავაზებას გულისხმობს.
ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XI კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XI კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.
გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული ისტორიული კორპუსი გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე სასწავლო კორპუსი გახსნა, განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და თანამშრომლებს წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.
გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ბოლონიის პროცესის თანათავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით საქართველო სამუშაო ჯგუფის შეხვედრას მასპინძლობს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა ბოლონიის სამუშაო ჯგუფის საბჭოს სხდომა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებთან შეხვედრა გამართეს, სადაც ახალგაზრდების დასაქმების, მათი პროფესიული ზრდის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები, ცენტრის განვითარების პერსპექტივები და ქვეყანაში მიმდინარე საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სტრასბურგში მთავარი მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ორგანიზებული მინისტერიალის 26-ე სესიაში სახელწოდებით – „განათლება გარდამტეხი ძალა: უნივერსალური ღირებულებები და სამოქალაქო განახლება“.
კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის კონკურსის „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული ახალგაზრდა წარმატებული მეცნიერები დააჯილდოვა და მათ მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა.
საქართველოში ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის ღონისძიება იმართება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და Erasmus+ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო ბოლონიის პროცესის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფის (TPG A on QF) ღონისძიებას მასპინძლობს.
გიორგი ამილახვარმა ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორ კამი ნორასთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა საქართველოში იაპონიის ელჩთან ჰიდეკი იშიძუკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს ჰიდეკი იშიძუკას უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს სრულიად ახალი ხედვა შესთავაზა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ახალი რეფორმების შესახებ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებშიც მათ კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო.
უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა ტესტირება 23 და 24 სექტემბერს ჩატარდება
უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის დამტკიცდა პროფესიული ტესტირების განრიგი.
გიორგი ამილახვარმა პაველ ჰერჩინსკისთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.სიახლეები ვერ მოიძებნა.