ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანებას სახელმწიფო გაუნულებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ.

გიორგი ამილახვარმა 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახლად რეაბილიტირებულ თბილისის 147-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად სასკოლო საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.

გიორგი ამილახვარმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინფორმატიკაში ევროპის მე-7 ახალგაზრდული ოლიმპიადის (EJOI 2023) გამარჯვებულ კონკურსანტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ ოქროს მედლები პირადად გადასცა.

ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან თანამშრომლობისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის კორპუსი საქართველოში იწვევს მოტივირებულ საჯარო სკოლებს მშვიდობის კორპუსის პროექტთან ,,განათლება და ზრდა ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ“ თანამშრომლობისთვის. სკოლის მიერ შევსებული მოხალისის მოთხოვნის ფორმის მიღების საბოლოო ვადაა 2023 წლის 16 ოქტომბერი.

წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა.

გიორგი ამილახვარმა ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებულ სტუდენტებს დაფინანსების მიღება პირადად მიულოცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დიდი ბრიტანეთის საელჩოში ჩივნინგის (Chevening Scholarships) 2023-2024 სასწავლო წლის სტიპენდიატების მიღებაში მიიღო მონაწილეობა.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო-სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით სტუდენტთა განაცხადების მიღება დაიწყო

სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას დღეიდან იწყებს.

გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან იესპერ მოლერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ულოცავს.

საქართველოში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა.

სკოლებში ინგლისური ენის სწავლა-სწავლების გაძლიერების მიზნით „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისთან მემორანდუმი გაფორმდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „მშვიდობის კორპუსი (Peace Corps)“ საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია

2023-2024 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია.

გიორგი ამილახვარმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკასთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დელეგაციას უმასპინძლა.

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ!

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგის მიხედვით, გასაუბრების პროცესი დაიწყება 2023 წლის 02 აგვისტოდან და გაგრძელდება 26 აგვისტომდე.

შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერთან ლი ციანთან. შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ესწრებოდა.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. დელეგაციის წევრებს შორის არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაში.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით დირექტორობის მსურველებთან გასაუბრების განრიგი ცნობილია

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი ცნობილია.

ნოდარ პაპუკაშვილი Rothschild & Co-ის პარტნიორი ორგანიზაციის Conduct-ის თანადამფუძნებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა Rothschild & Co-ის პარტნიორი ორგანიზაციის Conduct-ის თანადამფუძნებლებთან, სტეფან ლინიგერთან და ტილლა ქავენგთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით.