ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს. ამჟამად, მინისტრის ხელმძღვანელობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა და წარმომადგენლებმა მიიღეს.

გიორგი ამილახვარმა აჭარის რეგიონის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მასწავლებლებთან შეხვედრებს. მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა ქალაქ ბათუმში, აჭარის რეგიონის სხვადასხვა სკოლის 200-ზე მეტ პედაგოგთან გამართა.

გიორგი ამილახვარმა უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გიორგი ამილახვარმა ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ხელმძღვანელთან სასტიპენდიო პროგრამა – “Stipendium Hungaricum“-ისა და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, ბუდაპეშტში ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა – “Stipendium Hungaricum“-ისა და ფონდთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს და სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი ინიციატივის განხორციელების გზებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შანდორ პინტერს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოსწავლეების მიერ შექმნილი STEAM პროექტების გამოფენა მოეწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში STEAM კონფერენცია გახსნა, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სასწავლო პროცესში STEAM პროექტების ინტეგრირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გიორგი ამილახვარმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან იენს ბრანდენბურგთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქართულ-გერმანული ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს” შორის თანამშრომლობის ფარგლებში წარჩინებული პირველკურსელები 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

წარმატებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „გალფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და კომპანია „გალფის“ დამფუძნებელმა ივანე ნაკაიძემ მოაწერეს.

გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და WISE პროგრამის დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს. მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველ კურსდამთავრებულებს დოპლომები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულები დააჯილდოვა.

გიორგი ამილახვარმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა.

გიორგი ამილახვარმა სასკოლო კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სასკოლო კონკურსის – „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთის“ გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვა. მინისტრმა მოსწავლეებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

აჭარის ა/რ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი ცნობილია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის მსურველი კანდიდატების წარდგენის მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირმა, კომისიის წინაშე გასაუბრებაზე უნდა წარადგინოს განაცხადში მითითებული ყველა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა.

გიორგი ამილახვარმა საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისა და USAID ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი USAID-თან თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და გაძლიერების ორწლიან პროგრამას იწყებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გიორგი ამილახვარმა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი აგრძელებს შეხვედრებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. მინისტრმა „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომლის მთავარი თემა იყო „განათლების როლი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობისათვის“.

გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტული ინოვაციების კონკურსში (CIF) გამარჯვებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადასცა.

გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, განათლების კოალიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ახალი პროექტის „ჯარის ბანაკის“ გახსნის ცერემონია გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას, პროექტის მონაწილე მოსწავლეებსა და მათ სერჟანტ-ინსტრუქტორებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

3 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

3 ივლისს მთელი ქვეყნის მასშტაბით 2023 წლის გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.