ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფის“ თანამშრომლობის ფარგლებში წარჩინებული პირველკურსელები 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ

სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია „გალფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად წარჩინებული პირველკურსელები 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებენ.

მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ასტრონომიისა და ასტროფიზიკის რიგით მე-15 საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAA) გახსნა, რომელსაც 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხა ცნობილია

2022-2023 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ცნობილია.

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია გრძელდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება.

ნუნუ მიცკევიჩმა სომეხ კოლეგასთან „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალში ქართველ მეცნიერთა მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს უმასპინძლა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ასტროფიზიკოსი, „STARMUS“ ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი და ფესტივალის მენეჯერი კატერინა დანეკინა.

სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით, კონკურსი „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ მიმდინარეობს

სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ატარებს კონკურსს – „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“.

ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო

საქართველოს სამეცნიერო სივრცის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვაზე ერთობლივად მუშაობენ

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით გამოყენებითი კვლევების ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ახალი კონკურსი გამოცხადდა, რომლის დაფინანსების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან უპრეცედენტო თანხა – 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა. მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს რეფორმის ფარგლებში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით სტუდენტებისთვის „მწვანე სტიპენდიები“ დაწესდება

უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსდაცვითი და აგრარული მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.

მიხეილ ჩხენკელი: „შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სამეცნიერო და კულტურულ ცხოვრებაში“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო კონგრესის (International Comparative Literature Congress) მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ლიტერატურისა და კრიტიკის დარგში ამ უდიდესი სამეცნიერო და კულტურული ფორუმის თბილისში ჩატარება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

მიხეილ ჩხენკელმა აბასთუმანში მიმდინარე ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის დირექტორს რონალდ დე ბრუინს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის დირექტორთან, რონალდ დე ბრუინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს COST-ის სრულფასოვანი წევრობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ქართველ მეცნიერებს განვითარების უდიდეს შესაძლებლობებს აძლევს.

წელს პირველად სომხურენოვანი სკოლების პედაგოგებს გამოცდის ჩაბარებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები წელს პირველად მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ.

პროფესიულ განათლების გასაძლიერებლად უნარების კვირეული გაიხსნა

პროფესიული განათლების გაძლიერებისა და ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, თბილისში პროფესიული უნარების კვირეული მიმდინარეობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ გახსნა.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია იწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერულ აკრედიტაციას იწყებს.

2022 წელს პირველად აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგები მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, საქართველოში პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის პედაგოგებს კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ, რაც მათ არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება, არამედ პირდაპირ აისახება სახელფასო ანაზღაურებაზე.

თამარ მახარაშვილმა დებატების პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა

საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებელი და გამარჯვებული მოსწავლეები, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული მასწავლებლები დაჯილდოვდნენ.