ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სიახლეები

ნაპოვნია8083

ფილტრი

ნაპოვნია8083

მიხეილ ჩხენკელმა ჭადრაკის ფედერაციის ტრენერებს სკოლებში ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები გადასცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან ერთად, სკოლებში ჭადრაკის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სიგელებით დააჯილდოვა ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებული ტრენერთა ჯგუფი. ტრენერებმა პირველკლასელებისთვის ჭადრაკის შესწავლის მიზნით, 4000-მდე პედაგოგი ზაფხულის განმავლობაში გადაამზადეს.

გაუმჯობესებული ეპიდვითარების გათვალისწინებით სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შემუშავდა

15 სექტემბერს საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებისთვის განახლებული რეკომენდაციები შეიმუშავა.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უნივერსიტეტის სამომავლო განვითარების პერსპექტივებსა და ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტის მნიშვნელობაზე.

2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ სასწავლო წელს სკოლები მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სტუდენტთა დაფინანსებას სახელმწიფო-სასწავლო გრანტით

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო-სასწავლო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას აგრძელებს. მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განცხადებების მიღება დაიწყო. აღნიშნულ თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას პროგრამის პირობები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელმა „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა, რომლის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“ (Health, as a Global Challenge). მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, დუშეთის კულტურის სახლში, პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილმა გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მიღწეული შედეგები შეაფასა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, რომლებიც 2022 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს და/ან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ვერ გამოცხადდნენ ტესტირებაზე შემდეგი მიზეზების გამო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესებისა და ახალგაზრდა ქართველი მკვლევრების კომპეტენციების ზრდის მიმართულებით.

მიხეილ ჩხენკელმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა SDSU-საქართველოს მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. მიხეილ ჩხენკელმა ამ კუთხით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას სამაგალითო უწოდა და SDSU-ს ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადელა დე ლა ტორემ პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას საქართველოში უმაღლესი განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით.

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო

მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფო გორგოძესთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია და ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო.

პროფესიული ტესტირების ჩატარების ვადები ცნობილია

2022 წლის პროფესიული ტესტირების განრიგი დამტკიცდა.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge; შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტების უნივერსიტეტებში ჩარიცხვა გრძელდება

2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები უნივერსიტეტებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაცია 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობამ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად წარუდგინა.

მიხეილ ჩხენკელმა და თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების საკითხები განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების აქტუალური საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილა. შეხვედრა ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობით ჩატარდა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან და უკრაინის განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის, რომელთაც სწავლა უკრაინის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში გააგრძელეს და მე-11 კლასი დაასრულეს, საატესტატო გამოცდის ჩატარება ონლაინ ფორმატში უზრუნველყო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და USAID საქართველოს შორის თანამშრომლობა ფართოვდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.