სიახლეები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი.
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია 90 წლისაა
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აბასთუმანში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ობსერვატორიის იუბილე თანამშრომლებსა და მეცნიერებს პირადად მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება თსუ-ს სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტთან დაკავშირებით, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლის ჰიბრიდულ რეჟიმში დასრულებას ითხოვენ.
ახალგაზრდა მეცნიერი - ხათუნა გაფრინდაშვილი
ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა გაფრინდაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორია. ახალგაზრდა მეცნიერი 2008 წლიდან იკვლევს ქართულ-სომხურ ლიტერატურულ და ისტორიულ ურთიერთობებს, საქართველოსა და სომხეთის ისტორიის წყაროთმცოდნეობით საკითხებს, ქართულ და სომხურ ხელნაწერთა კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიისა და პალეოგრაფიის საკითხებს.
ჰარვარდის უნივერსიტეტმა ვეკუას სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნენე ჟვანია სასწავლებლად 100% -იანი დაფინანსებით მიიწვია
„გოგონა, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის სამყაროს“, – ასე ახასიათებენ ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნენე ჟვანიას მისი მეგობრები.
ია რობაქიძე - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ია რობაქიძე ქართულ ენას თითქმის 20 წელია ასწავლის. „არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენს მოსწავლეებზე აღფრთოვანებით გიყვებიან რა კარგად ფლობენ ქართულ ენას“, – ამბობს პედაგოგი და სიამაყეს ვერ მალავს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება მისი მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
თბილისი საერთაშორისო კონფერენციას „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები განათლების დაწყებით საფეხურზე“ მასპინძლობს
პანდემიის შემდგომ სასწავლო პროცესის დანაკარგების დადგენისა და მათ შემსუბუქებაზე ზრუნვის მიზნით, მეორე დღეა თბილისში USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
კახა ერაძე: მსოფლიოს მასშტაბით ექსპერტები უნდა შეთანხმდნენ მეთოდოლოგიაზე, რათა სწორად გაიზომოს პანდემიით გამოწვეული დანაკარგები
USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ. როგორც მან საუბრისას განაცხადა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმებული მეთოდოლოგია, რომელიც სწორად გაზომავს პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს.
მიხეილ ჩხენკელმა კონფერენცია „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“ გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა USAID-ის, მსოფლიო ბანკისა და UNICEF-ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გახსნა სახელწოდებით „პანდემიის შემდგომი ნაბიჯები დაწყებით საფეხურზე“. მინისტრმა დისტანციურ ფორმატში სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატება უსურვა.
პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი მომავალ წელს პენსილვანიის შტატის “ Perkiomen School” –ში სრული დაფინანსებით ისწავლის
პირველი კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ბაია გრძელიშვილი მომავალ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში სრული დაფინანსებით ისწავლის. პენსილვანიის შტატის “ Perkiomen School” –ში სწავლის უფლება მან ASSIST სასტიპენდიო პროგრამაში გამარჯვებით მოიპოვა, რასაც უდიდეს წარმატებად მიიჩნევს და მიღებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. 2022 წლის ივნისში ის უკვე აშშ-ში როჩესტერის GENIUS საერთაშორისო ოლიმპიადაშიც მიიღებს მონაწილეობას ფიზიკისა და ბიოლოგიის სექციაში. ირწმუნება, რომ საქართველოს აუცილებლად ასახელებს, რადგან ამისთვის ბავშვობიდან ბევრს შრომობს.
მიხეილ ჩხენკელისგან მოზარდებმა საჩუქრად საბავშვო წიგნები მიიღეს
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან, მიხეილ ჩხენკელისგან მოზარდებმა საჩუქრად საბავშვო წიგნები მიიღეს.
ქამრან აფანდიევი - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ქამრან აფანდიევი 5 წელია ქართულ ენას ასწავლის. ინფორმატიკის ფაკულტეტზე სწავლისას მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ სოფელში დაბრუნება და მიღებული ცოდნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის გაზიარება ამჯობინა.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2022 წლის 2 მაისიდან იწყება და 22 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფიზიკისა და მათემატიკის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებულ მოსწავლეებსა და მათ მწვრთნელებს უმასპინძლა, წარმატება პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადეს.
მიხეილ ჩხენკელი: „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმედისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მორფოლოგიის ინსტიტუტს ახალი სამეცნიერო სივრცე ექნება
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში პირველად თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და სამეცნიერო სივრცე ექნებათ.
პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები შეიცვალა
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი კუთვნილ შენობაში დაბრუნდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, თსუ ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი ისტორიულ შენობაში დაბრუნდა. მინისტრი ინსტიტუტს ეწვია და მეცნიერ-თანამშრომლებს კუთვნილ შენობაში დაბრუნება პირადად მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელი: „პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში ყველა სკოლა გახდეს თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.სიახლეები ვერ მოიძებნა.