სიახლეები

უკრაინელ მოსწავლეებთან მომუშავე მასწავლებლებს, მანდატურებს, ფსიქოლოგებსა და სოციალურ მუშაკებს ვებინარები ჩაუტარდებათ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, უკრაინელ მოსწავლეებთან მომუშავე პედაგოგებს ინტერაქციულ ვებინარებს სთავაზობს.
მიხეილ ჩხენკელი: „პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იმის დასტურია, რომ ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის სტრატეგიული პრიორიტეტია“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თბილისსა და რეგიონებში აშენდება და რეაბილიტირდება 800 სკოლა. 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს - პროექტით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.
2026 წლის ბოლოსთვის ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, 2022-2026 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაციაა დაგეგმილი.
ჯულიეტა ქვარაია - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
„როცა ენა არ არის ბარიერი მეტია ნდობა, ურთიერთგაგება და სიყვარული,“ – სწორედ ეს არის, რაც უქმნის უდიდეს მოტივაციას „ქართულის, როგორც მეორე ენის“ პედაგოგს ჯულიეტა ქვარაიას, ემსახუროს ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის უმნიშვნელოვანეს საქმეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკრაინელი მოქალაქეები ქართულ ენას სწავლობენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომელთაც ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
ახალგაზრდა მეცნიერი - ნიკა თიკანაშვილი
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნიკა თიკანაშვილი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უმასპინძლა, პირადად მიულოცა პროფესიული დღე და მადლობა გადაუხადა იმ გაწეული სამუშაოსთვის, რომელსაც თითოეული მათგანი ყოველდღიურად მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად აკეთებს.
მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კაირატ აბდრახმანოვს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს კაირატ აბდრახმანოვს უმასპინძლა, რომელსაც სამინისტროს მიერ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის განხორციელებული პროექტები დეტალურად გააცნო.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უკრაინულენოვან სექტორში უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კემლინ ფურლის გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.
X კლასის სახელმძღვანელოების გრიფირებისა და საჯარო განხილვის პროცესი დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ X კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო.
მიხეილ ჩხენკელმა ახალგორიდან დევნილ პედაგოგს დედაენის დღე მიულოცა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალგორიდან დევნილ ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ მასწავლებელს შინ ეწვია და მას დედაენის დღე მიულოცა.
მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ სახელმწიფო ენის დაცვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.
მიხეილ ჩხენკელმა პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულები დააჯილდოვა
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში პროგრამის – „სახელმწიფო ენის ელჩები“ კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა.
მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას დედაენის დღეს ულოცავს
14 აპრილი დედაენის დღეა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დედაენის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
„საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების" პროგრამის "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში.
მიხეილ ჩხენკელმა UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს გრუშევსკის სახელობის სკოლაში უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ღასან ხალილს გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უმასპინძლა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი გამოცხადდა
საქართველოში რიგით მეხუთე „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი ჩატარდება. 2022 წლის კონკურსის გამოცხადების ღონისძიება კოლეჯ „მოდუსში“ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ მიიღო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნა. დღეიდან უკრაინელ მოსწავლეებს საქართველოში მშობლიურ ენაზე ექნებათ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. სექტორის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და უკრაინელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს პირადად მიულოცა ახალი სექტორის დაფუძნება.
მადონა ესაკია - ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
მადონა ესაკიას პედაგოგიური საქმიანობა 25 წელს ითვლის. ექვსი წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებს ის სახელმწიფო ენას საზღვრისპირა სოფელ ახკერპში ასწავლიდა, სადაც ყინვა ზოგჯერ 27 გრადუსს აღწევს. ამჟამად ქართულ ენას სოფელ შაუმიანის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასწავლის და ამაყობს, რომ ემსახურება საქმეს, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თვითრეალიზებისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობას აძლევს.
ახალგაზრდა მეცნიერი - ნინო ფონჯავიძე
ფიზიკის აკადემიური დოქტორი ნინო ფონჯავიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების“ გრანტის მფლობელია.სიახლეები ვერ მოიძებნა.