სიახლეები

მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნა მარადიულია“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის წევრებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინითა და ტიტებით შეამკეს და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი უკრაინელ მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში მალე უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორი გაიხსნება. შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოები, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, დასასრულს უახლოვდება.
სკოლებში საერთაშორისო პროგრამის „ეკოსკოლების“ დანერგვის მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა
მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ა(ა)იპ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ აღმასრულებელმა დირექტორმა ელენე ლოლაძემ მოაწერეს.
ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2022 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
სოფელ გეგუთის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლაში გააგრძელებენ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში 240 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მოაწერეს ხელი.
ნანა არაბული – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
მარნეულის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნანა არაბული ქართულ ენას 10 წელზე მეტია ასწავლის. რაიონული ცენტრიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელში მას ზოგჯერ ცხრა კილომეტრიანი მონაკვეთის ფეხით გავლაც უწევდა, თუმცა იქაურობის დატოვება ერთი წუთითაც არ უფიქრია, რადგან ზუსტად იცოდა, რომ ბავშვებს საკუთარი თავის აღმოჩენაში აუცილებლად უნდა დახმარებოდა.
სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა აშენდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
ლადო ნაფეტვარიძე – ახალგაზრდა მეცნიერი
ლადო ნაფეტვარიძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტის“ მფლობელია. მისი კვლევა სახელმწიფო მართვის პროცესში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხს ეხება. ახალგაზრდა მეცნიერი კვლევის ფარგლებში გეგმავს ორი წლის განმავლობაში ციფრული მმართველობის ადგილობრივი და საერთაშორისო მაგალითები შეისწავლოს, მიღებული შედეგების საფუძველზე კი ქართულ რეალობაზე მორგებული რეკომენდაციები შეიმუშაოს.
აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობის მიზნით გზამკვლევი შემუშავდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გზამკვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის ხელშეწყობა“ – პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
მიხეილ ჩხენკელი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიმართვას ავრცელებს.
საქართველო და უკრაინა COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ
საქართველო და უკრაინა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ასოციაცია COST-ის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა ალმატიში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომაროვისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უმასპინძლა და ალმატიში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვება პირადად მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პანდემიის პერიოდისათვის შემუშავებული საქმისწარმოების განსხვავებული წესის მოქმედება სრულდება
2022 წლის 1-ლი აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იცვლება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათშორისი საბჭოს რეკომენდაციით შემუშავებული საქმისწარმოების განსხვავებული წესი.
მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შვეიცარიის ელჩს ჰაიდი გრაუს უმასპინძლა და მასთან განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.
მიხეილ ჩხენკელმა გიორგი ტყემალაძესთან ერთად უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ეწვია და უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა, რომლებიც სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ და სწავლას საქართველოში აგრძელებენ.
სპეციალური მასწავლებლებისთვის დამხმარე რესურსები შეიქმნა
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევისა“ და „სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევის“ პრეზენტაციები გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა და სპეციალურმა მასწავლებლებმა მიიღეს.
მიხეილ ჩხენკელმა წლის საუკეთესო სპეციალური მასწავლებელი დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის დაჯილდოების რიგით მეორე ცერემონია გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და კონკურსში გამარჯვებული პედაგოგი დააჯილდოვა.
თამარ მახარაშვილმა დებატების კონკურსის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.