სიახლეები

ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსში“ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოს გაეცნო
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე კოლეჯ „იკაროსს“ ეწვია და შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის შექმნილ სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესს გაეცნო.
ბოლო მონაცემით, დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ 1 საჯარო სკოლა იმყოფება
გასული ერთი კვირის მონაცემებით, Covid-19-ის ვირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში საგრძნობლად იკლო. კერძოდ, ვირუსი მასწავლებელთა 0,3%-ს, ხოლო მოსწავლეების 0,1%-ს დაუდასტურდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეებისთვის თბილისში უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ანდრი კასიანოვს პირადად გააცნო.
თამარ მახარაშვილმა და ანდრი კასიანოვმა 98-ე საჯარო სკოლაში ჩარიცხული უკრაინელი მოსწავლეები მოინახულეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრი კასიანოვთან ერთად 98-ე საჯარო სკოლას ეწვია და პირადად მოინახულა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ის მოსწავლეები, რომლებიც აღნიშნულ სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ.
ნუნუ მიცკევიჩმა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სსსმ სტუდენტთა საჭიროებები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამები, საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
მიხეილ ჩხენკელმა 198-ე საჯარო სკოლა მოინახულა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის №198 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი სკოლის აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს შეხვდა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციასთან უკრაინიდან ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტების მობილობის დეტალები განიხილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ისრაელის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი გენერალური დირექტორი ნისიმ ბენ შიტრიტი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი. შეხვედრაზე მხარეებმა სტუდენტების უკრაინიდან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მობილობის დეტალები განიხილეს. საქმე ეხება ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში.
მიხეილ ჩხენკელმა უკრაინელი მოსწავლეები სკოლაში მიაცილა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 98-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული რამდენიმე მოსწავლე უკვე ჩაირიცხა.
ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, უკრაინის უნივერსიტეტებიდან საქართველოში მობილობით გადმოსვლას დაჩქარებული წესით შეძლებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხარდაჭერითა და საქართველოში ისრაელის საელჩოს შუამდგომლობით, ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არიან, 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ სწავლას უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, გადმოსვლას მობილობის დაჩქარებული პროცედურებით შეძლებენ.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიხეილ ჩხენკელმა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის N198 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა და მათ საჩუქრები გადასცა.
მიხეილ ჩხენკელის მიმართვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის მიმართვა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, Horizon Europe-ის საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი მაია ოკუჯავა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შალვა კირთაძე და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს სინე რაცოს უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილეს სინე რაცოს უმასპინძლა და მასთან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამაში Horizon Europe საქართველოს სრული ჩართულობის შესახებ ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა სინე რაცოს საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები დეტალურად გააცნო.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა
კონფერენციის „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა.
საქართველოს სკოლებში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო და კერძო სკოლებში ინტენსიურ რეჟიმში უზრუნველყოფს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული სასკოლო ასაკის ბავშვების გამარტივებული წესით ჩარიცხვას.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კონფერენციას „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ უმასპინძლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
მიხეილ ჩხენკელმა კონფერენცია „საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გახსნა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გახსნა და მონაწილეებს საქართველოში მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საქართველოში უკრაინიდან ჩამოსულ სასკოლო ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.
უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული ბავშვები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.
პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ახალი მეთოდოლოგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, შემუშავდა პროფესიული კვალიფიკაციების განვითარებისა და გადახედვის ახალი მეთოდოლოგია, რომლის წარდგენა და საჯარო განხილვა ონლაინ ფორმატში გაიმართა.სიახლეები ვერ მოიძებნა.