სიახლეები

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ სიახლეები გააცნო
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატებს უმაღლესი განათლების სისტემის მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელი: „Horizon Europe-ის პროგრამის სამეცნიერო კონკურსებში ქართველი მეცნიერები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანაა უმაღლესი განათლების ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია“
მინისტრის საათის ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი განათლების შესახებ საუბრისას ყურადღება გაამახვილა სიახლეებზე ეროვნული გამოცდების მიმართულებით, სამინისტროს ინიციატივით შემუშავებულ კლასტერულ აკრედიტაციაზე, დაფინანსების ახალ მოდელზე, უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციასა და იმ ახალ პროექტებზე, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემას ახალ საფეხურზე აიყვანს და ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დააახლოებს.
მიხეილ ჩხენკელმა მინისტრის საათის ფორმატში პროფესიული განათლების მიღწევებზე ისაუბრა
მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოს 2021 წელს პროფესიული განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგები და სიახლეები გააცნო.
მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში გამართული ინფრასტრუქტურის, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის საკითხებზე.
მიხეილ ჩხენკელი: „რესურსცენტრები პასუხისმგებლობას აიღებენ არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ შინაარსობრივ პროცესებზე, რაც სკოლის დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას საზოგადოებას ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო და სკოლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და მასწავლებელთა მხარდამჭერ პროექტებზე ისაუბრა.
მიხეილ ჩხენკელი: „პანდემიის პირობებში სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ზოგადი განათლების შესახებ საუბარი პანდემიის პერიოდში სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დაიწყო და განაცხადა, რომ უწყებამ საერთაშორისო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნება და სასწავლო პროცესის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოში წარმართვა უზრუნველყო.
მიხეილ ჩხენკელი: „შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტს პროგრამული აკრედიტაციისთვის მომზადებული აქვს სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები, სადაც აღმზრდელ-პედაგოგები მომზადდებიან“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატების წინაშე სიტყვით წარდგა და მათ 2021 წლის განმავლობაში განათლების ყველაზე საფეხურზე განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო. მინისტრმა გამოსვლა ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით განხორციელებული პროექტების მიმოხილვით დაიწყო.
სოფელ ღორთუბანში ახალი სკოლა აშენდა
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში 60 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
ნუნუ მიცკევიჩმა 2021 წლის კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის ინდუსტრიამ ხარისხის ნიშანი და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
საქართველოს სამთო გამყოლთა ასოციაცია, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოსთან ერთად „სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის“ დამფუძნებელია, სამთო გამყოლთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის წევრი (IFMGA) გახდა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლის სადიპლომო პროგრამამ. სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის დიპლომირებულმა 30-მა სამთო გამყოლმა კი საერთაშორისო სამთო გამყოლის სტატუსი მიიღო.
ფრანგული ენის მასწავლებელთა რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით თბილისის N23 საჯარო სკოლამ ფრანგული ენის მასწავლებელთა რიგით მეორე კონფერენცია გამართა. ორდღიანი ღონისძიება – „პანდემია და ახალი გამოწვევები ფრანგული ენის სწავლებისას“ – დისტანციურ ფორმატში ჩატარდა და მის მთავარ მიზანს პანდემიის ფონზე საქართველოში ფრანგული ენის სწავლებასთან დაკავშირებით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
დოქტორანტებისთვის კონკურსი „თეზისი სამ წუთში“ გამოცხადდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დოქტორანტებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტში „თეზისი სამ წუთში“ მონაწილეობას სთავაზობს.
მაია არეშიძე – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
მაია არეშიძე გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაკლიის სკოლაში 12 წელია ასწავლის. პედაგოგი მიიჩნევს, რომ „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის“ პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდ დახმარებას უწევს არა მხოლოდ არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებს, რომელთაც საგამოცდოდ მომზადებაში ეხმარება.
თამარ ტურავა – უფროსი სპეციალური მასწავლებელი
თამარ ტურავა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს დაინტერესდა დასწავლის პროცესის კოგნიტიურ სირთულეებზე. გადაწყვიტა განათლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკით გაემდიდრებინა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ მუშაობა თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში დაიწყო.
აშშ-ს საელჩო უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების ახალ პროგრამას იწყებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთრინ შვაიცერთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან აშშ-ის საელჩოს ინიციატივის – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი.
თბილისის მე-200 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახი მოეწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და World Vision საქართველოს მხარდაჭერით თბილისის N200 საჯარო სკოლაში სენსორული ოთახი მოეწყო, რომელიც ინტელექტუალური და ფიზიკური განვითარების მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებს შეგრძნებების სტიმულაციის მეშვეობით სწავლის პროცესში დაეხმარება.
თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კონგრესში მიიღო მონაწილეობა
ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილესთან, თამარ სამხარაძესთან ერთად პროფესიული განათლების საერთაშორისო კონგრესს დაესწრო. კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ცალკეული შეხვედრები ბასკეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან, ბასკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ესპანეთის განათლების მინისტრის მოადგილესთან და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან.
ნატო სამხარაძე – ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
მარნეულის სოფელ დაშტაფის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ნატო სამხარაძე 6 წელია ქართულ ენას ასწავლის. აზერბაიჯანულენოვან მოსწავლეებთან ის სკოლის მიღმაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. როგორც ამბობს, მის მიზანია, ბავშვებს რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ ქართულენოვან გარემოსთან, რათა ენობრივი ბარიერი და ქართულად საუბრის კომპლექსი დაძლიონ.სიახლეები ვერ მოიძებნა.