ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აშშ-ს საელჩო უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ქეთრინ შვაიცერთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან აშშ-ის საელჩოს ინიციატივის – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ (UCBP) ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას.

ნუნუ მიცკევიჩმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროგრამა, რომელსაც „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები“ახორციელებს.

„უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ამერიკულ უნივერსიტეტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მართვის, ტექნოლოგიების გადაცემის, მეწარმეობის ხელშეწყობის სხვადასხვა მიდგომებს, გაიგონ მეტი ფონდების მოძიების და კვლევის კომერციალიზაციის შესახებ.

პროგრამა ერთი წლის განმავლობაში სამ ეტაპად განხორციელდება: ონლაინ ვებინარების სერია (ნოემბერი-დეკემბერი, 2021), ორკვირიანი სასწავლო ვიზიტი აშშ-ში (თებერვალი, 2022) და ერთობლივი პროექტები ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რომელსაც სასწავლო ვიზიტის განმავლობაში მიღებული ცოდნის მიხედვით შეიმუშავებენ (მარტი-ივლისი, 2022).

სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა „საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ტიმოთი ბლაუველთი.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე