ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დოქტორანტებისთვის კონკურსი „თეზისი სამ წუთში“ გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა დოქტორანტებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტში „თეზისი სამ წუთში“ მონაწილეობას სთავაზობს. 

პროექტი გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსის ჩატარებას, სადაც მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი მიმართულების დოქტორანტებს შეუძლიათ, რომელთაც ჯერ არ დაუცავთ დისერტაცია და არ აქვთ მინიჭებული შესაბამისი აკადემიური ხარისხი.

Covid-19-ის პანდემიის პირობებში კონკურსი ტარდება დისტანციურად. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ თავიანთი გამოსვლის 3-წუთიანი ვიდეომასალა, რომელსაც 5 კომპეტენტური პირისგან შემდგარი კომისია შეაფასებს.

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული და ხალხის რჩეული (Facebook მოწონებების მიხედვით), რომელთაც ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ:

I ადგილზე გასულ დოქტორანტს 2000 ლარი, II ადგილის მფლობელს 1500 ლარი,  III ადგილზე გასულ მონაწილეს – 1000 ლარი, ხალხის რჩეულს კი სიმბოლური საჩუქრები გადაეცემა.

საკონკურსო განაცხადებისა და ვიდეოჩანაწერების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 10 დეკემბერი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/UmvPBYiVGdvVpHn69

პროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ ბმული.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართაგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა საქართველოს პარლამენტში ახალგაზრდული პროექტის „ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით“ გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.ზვიად გაბისონია სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწროგანათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კულტურის მინისტრ მაია ბითაძესთან ერთად, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის სკოლის ასწლიანი ისტორიისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კოლეჯ „აისში“ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით კაჭრეთში, კოლეჯ „აისში“, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
ყველა სიახლე