ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

იტალიის საელჩოს ინფორმაცია მედიცინისა და ქირურგიის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

იტალიის საელჩოს ინფორმაციით, 2013 წლის 15 აპრილს ტარდება გამოცდა IMAT (International Medical Admissions Test) 2013-2014 სასწავლო წლის მედიცინისა და ქირურგიის ინგლისურენოვან სამაგისტრო ერთიანი ციკლის კურსზე ჩასარიცხად.

     აღნიშნული კურსის გავლა შესაძლებელია შემდეგ სასწავლებლებში:

  • ბარის უნივერსიტეტი „ალდო მორო“;
  • ნეაპოლის მეორე უნივერსიტეტი;
  • მილანის უნივერსიტეტი;
  • პავიას უნივერსიტეტი;
  • რომის უნივერსიტეტი;
  • რომის უნივერსიტეტი „ლა საპიენცა“;
  • რომის უნივერსიტეტი „ტორ ვერგატა“.

გამოცდის ჩაბარების ადგილი, ტესტირების საათები (როგორც იტალიაში, ასევე საზღვარგარეთ) და ადგილების რაოდენობა მითითებულია იტალიის  განათლების უნივერსიტეტებისა და კვლევის სამინისტროს 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანებაში (#109). აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვეგვერდზე: 
http://www.consregsardegna.it/resoconti/resoconto.asp?idverbale=140193

გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად „უნივერსიტალის“ (Universitaly) ინტერნეტ პორტალზე შემდეგ ვებმისამართზე: http://www.universitaly.it/index.php/students/IMATregistration რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 20 მარტი.

ᲡᲬᲐᲕᲚᲐ ᲡᲐᲖᲦᲕᲐᲠᲒᲐᲠᲔᲗ

ყველა პროგრამა