ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

იმ აბიტურიენტებისა და  სტუდენტების საყურადღებოდ,  რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხნენ ან სწავლობდნენ იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებმაც ვერ გაიარეს ავტორიზაცია, გაცნობებთ, რომ არცერთი სტუდენტის უფლება არ იქნება დარღვეული, მეტიც, ყველა სტუდენტი გადანაწილდება ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში და შესაძლებლობა ექნება იგივე საფასურით მიიღონ უფრო მაღალი ხარისხის განათლება. სტუდენტების მობილობა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული სტუდენტი არ ჩაირიცხება მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში.

ავტორიზაცია არის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც ადგენს დაწესებულების თვითშეფასების შედეგების შესაბამისობას სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. ავტორიზაცია სავალდებულოა ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისათვის. ავტორიზაციის სტანდარტებია:

  • საგანმანათლებლო პროგრამები;
  • ადამიანური რესურსი;
  • მატერიალური რესურსი.

საგანმანათლებლო პროგრამები უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ მისიას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შეესაბამება თუ არა ესა თუ ის სასწავლო დაწესებულება განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმებს ამას გარეშე ექსპერტები ადგენენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე