ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახალისო მათემატიკის პროგრამის - IXL პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესში” სახალისო მათემატიკის პროგრამის - IXL პრეზენტაციას გაეცნო. პრეზენტაცია მეოთხეკლასელებთან გაკვეთილის ფორმატში წარიმართა.

სკოლა-ლიცეუმ ”მწიგნობართუხუცესის” მე–4, მე–5, მე–6 კლასის 300-მდე მოსწავლე ახალი სასწავლო წლიდან მათემატიკას შემეცნებითი თამაშებით სწავლობენ. IXL პროგრამა მათემატიკასთან ერთად ინგლისური ენისა და ინფორმატიკის სწავლებასაც გულისხმობს. პროგრამა, რომელსაც დღეისათვის მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მოსწავლეებში ისე მოზადებსა და მათ მშობლებში.

2010–2011 სასწავლო წელს სკოლა–ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესმა“ IXL სახალისო მათემატიკის პროგრამის პილოტირება განახორციელა. პილოტირების შედეგები  წარმატებული აღმოჩნდა. მოსწავლეები ხალისით სწავლობდნენ მათემატიკას, ითვისებდნენ  ინგლისურ ტერმინოლოგიას და წარმატებით იყენებდნენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც მათემატიკის სწავლებისადმი არ იჩენდნენ ინტერესს – დაინტერესდნენ და წლის ბოლოს მათი აკადემიური დონე მათემატიკაში საკმაოდ გაიზარდა.

პროგრამა ინდივიდუალურად თვითოეულ ბავშვზე ადგენს ცხრილებს და დიაგრამებს, რითაც დგინდება თუ რამდენად წარმატებულად მიმდინარეობს  პროგრამის ათვისება. შედეგის ანალიზისათვის წარმოდგენილი ცხრილები და დიაგრამები მიეწოდება თვითონ მოსწავლეს, მშობელს, მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციას. პროგრამის გამოყენება შესაძლებელია სკოლაში და სახლში.  

პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1998 წელს შეიქმნა, დღეისათვის იგი 150–ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, განსაკუთრებით წარმატებით  ამერიკაში, კანადაში, ფინეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე