ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მთავრობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

საქარათველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საქართველოს  მთავრობის  ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნო. მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრისას დიმიტრი შაშკინმა განსაკუთრებული ყურადღება სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პუნქტზე კერძოდ,  განათლების სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე გაამახვილა და განმარტა, რომ  მთავრობის ამოცანაა, საქართველოს მოსახლეობას მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი განათლება შესთავაზოს. 

მინისტრმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნო ის სიახლეები, რაც სწავლისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ განახორციელა და სამომავლოდ არის დაგეგმილი. კვლავ გაგრძელდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ყველა მეათეკლასელი, რომელიც სრულ ათებზე დაამთავრებს საბაზო საფეხურს, საატესტატო გამოცდებზე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს კომპიუტერებით დასაჩუქრდებიან, ოლიპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები ენის საზაფხულო ბანაკებში გაემგზავრებიან,  წარმატებულ კურსდამთავრებულებს მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობა ექნებათ და სხვ. 

სწავლის ხარისხის გაუმჯობესების, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, სამინისტრო არაერთ პროექტს ახორცილებს: 2011 წელს დაინერგა და მომავალშიც გაგრძელდება მეთორმეტეკლასელთა გამოსაშვები ე.წ. CAT-ის ტიპის გამოცდები; დაიწყო მასწავლებელთა სერტიფიცირება და ეს პროცესი 2012 - 2014 წლებშიც გაგრძელდება; 2011-2012 სასწავლო წელს დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლის პირველ საფეხურზე (დაწყებითი: I-VI კლასი), 2012-2013 სასწავლო წელს კი მეორე საფეხურზე (საბაზო და საშუალო: VII-XII კლასი) ამოქმედდება. გაძლიერდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, დაინერგა მე-12 კლასის მოსწავლეთათვის აბიტურის პროგრამა, ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან, სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, e-სტრატეგია. 

სკოლებში დაინერგა უსაფრთხო სკოლის პროგრამა, სხვადასხვა ინგლისურენოვანი ქვეყნიდან ჩამოყვანილ იქნენ ინგლისური ენის მასწავლებლები, ეს პროცესი  2012-2015 წლებშიც გაგრძელდება, ყველა პირველკლასელი სკოლაში შესვლისთანავე იღებს საჩუქრად საბავშვო კომპიუტერს. 

დიდი ყურადღება ეთმობა პროფესიულ განათლებას და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სწავლებას. ბათუმში იქმნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც მთავარი მიმართულებები იქნება საინჟინრო დისციპლინები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობა.

შეხვედრის ბოლოს მინისტრმა მოსწავლეთა და მშობელთა ყველა კითხვას ვრცლად უპასუხა და მადლობა გადაუხადა მათ კონსტრუქციული დიალოგისთვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე