ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრის განცხადება

უკვე მერამდენედ პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია ჩვეული სიცრუით ცდილობს კიდევ ერთხელ შეიყვანოს ქართველი საზოგადოება შეცდომაში.  მარტვილის რაიონის საჯარო სკოლა, რომელსაც აქვს  მინიჭებული 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის გელა ჭედიას სახელი, არ არის ლიკვიდირებული და ამ სკოლაში სწავლა ხორციელდება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე.

რაც შეეხება, ბაღათურიას სხვა განცხადებებს მინდა აღვნიშნო, რომ განსხავებით მისგან და მისი პატრონებისგან, მე როგორც ჩემი ქვეყნის პატრიოტს არაერთხელ გამომიხატავს ჩემი დამოკიდებულება იმის თაობაზე, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთმა ყველაზე სასტიკი  მეთოდებით განახორციელა სამხედრო ინტერვენცია საქართველოს წინააღმდეგ და მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ს ოკუპაცია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჯონდო ბაღათურიას და მის მსგავს მოღვაწეებს, შეწყვიტონ სპეკულირება  ბავშვების, მასწავლებლების და სკოლების საკითხებზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე