ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი შაშკინი შეხვდა  დიდი ბრიტანეთის  ზოგადი განათლების  მინისტრს ნიკ გიბბს, რომელიც აგრეთვე  ინგლისის პარლამენტის წევრიც არის.

მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში  განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები და პროექტები. დიმიტრი შაშკინმა  ნიკ გიბბს  გააცნო ის პროგრამები, რომელიც საქართველოში ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების კუთხით ხორციელდება. მათ შორის მინისტრმა ისაუბრა ინგლისური ენის შესწავლაზე პირველი კლასიდან  და პროგრამა ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”, რომლის ფარგლებშიც წელს 1500 ინგლისურენოვანი მოხალისე ჩამოდის საქართველოში. ამ პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის დიდ ბრიტანეთსაც, რადგან მოხალისეების დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნიდან ჩამოდიან.

დიდი ბრიტანეთის ზოგადი განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინს გაუზიარა ინგლისის წარმატებული გამოცდილება განათლების სფეროში, მშობლების ჩართულობის კუთხით.

მინისტრებმა ასევე, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

”ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მოგვცემს საშუალებას გავაძლიეროთ ურთიერთობები განათლების სფეროში. განსაკუთრებით ეს ეხება ინგლისური ენის სწავლებას პირველი კლასიდან  და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას . ჩემი კოლეგა აგრეთვე, დაინტერესდა  უსაფრთხო სკოლის კონცეფციით და მანდატურების  სამსახურის დანერგვით. ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა სკოლებში ძალადობის მხრივ, არის აქტუალური ბრიტანეთის სკლებისთვისაც და ამ მხრივ, ჩვენი გამოცდილების გაზიარება ვფიქრობ, მათთვის საინტერესო იქნება”.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე