ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

17 ნოემბერს მსოფლიო სტუდენტთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სტუდენტებს და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება უმაღლესი განათლების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა.

უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა  განვითარება, სტუდენტთა და მეცნიერთა ხელშეწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უმაღლესი სასწავლებლების თანამედროვე ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობას, სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდრტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ტექნოპარკების მოწყობას, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების დანერგვას.  სავალდებულო ხდება ინგლისური ენის ცოდნა,  გაძლიერდა ზუსტი და საბუნებიმეტყველო საგნების სწავლება, ბათუმში გაიხსნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც მთავარი მიმართულებები  საინჟინრო დისციპლინები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სოფლის მეურნეობა იქნება.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცე მომხიბვლელია უცხოელი სტუდენტებისთვის, აქ მობილობით 2 000-ზე მეტი უცხოელი სწავლობს. ჩვენ სტუდენტებსაც აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, სამინისტროში მოქმედებს სამაგისტრო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც  უცხოეთში პრიორიტეტულ  სპეციალობებზე სწავლება ფინანსდება. სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ჩართულ ბაკალავრებს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ბავშვებს სასკოლო საგნებს ქართულად ასწავლიან მაგსიტრატურაში სწავლას სახელმწიფო 100%-ით  უფინანსებს, სწავლის ხელმისაწვდომობისთვის არსებობს სოციალური გრანტები, სტუდენტებს აქვთ დასაქმების საშულება და სხვ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე