ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მეცნიერებმა უნიკალური კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერებთან ერთად, უნიკალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია დაათვალიერა.

უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობენ.  ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა შორის იყო უნიკალური კვლევითი ლაბორატორიის მონახულება, რომელიც არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის წარმატებული შედეგი.

სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მომავალი წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტების დასაფინანსებლად 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ მეცნიერებს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს 2012 წლიდან შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია გამოიყენონ, როგორც ბაზა უნიკალური კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად.

კვლევით ცენტრში მეცნიერებმა მინისტრთან ერთად დაათვალიერეს ბიოუსაფრთხოების მე-2 და მე-3 დონის ლაბორატორიები და ვივარიუმი, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო დონის  ბიოლოგიური კვლევები სხვადასხვა მიმართულებით.

ლაბორატორიის მიზანია საზოგადოებრივი და ვეტერინარული ჯანმრთელობის გაძლიერება ინფექციური დაავადებების აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და სამეცნიერო კვლევების საშუალებით საქართველოსთვის, კავკასიის რეგიონისა და კაცობრიობის სასარგებლოდ.

ლაბორატორიას ოთხი სამოქმედო სფერო (მანდატი) გააჩნია:

  • პათოგენების უმაღლეს დონეზე დაცული საცავი;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სისტემის რეფერალური ლაბორატორია;
  • აკადემიური/საბაზისო კვლევების მაღალტექნოლოგიური ცენტრი;
  • განათლებისა და გადამზადების ცენტრი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია ხელს უწყობს სამეცნიერო თანამშრომლობას ქართველ, ამერიკელ და საერთაშორისო მკვლევარებს შორის, აქ ყველა პირობაა შექმნილი ქართველ მეცნიერთა მომავალი თაობის აღსაზრდელად.

მალე ლაბორატორია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვეტერინარიისა და ინფექციური დაავადებების გამოცდილების მქონე  ქართველი, ამერიკელი და საერთაშორისო პერსონალით დაკომპლექტდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე