ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

№51 საჯარო სკოლას ძველი სახელი დაუბრუნდა

თბილისის №51 საჯარო სკოლა კვლავ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის გახდა. ისტორიული სახელი სკოლამ მიმდინარე სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს  მხარდაჭერით  დაიბრუნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სკოლაში  გალაკტიონ ტაბიძის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი, ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და სხვა ბევრი საპატიო სტუმარი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის ახალი გერბისა და ჰიმნის პრეზენტაცია გაიმართა, გაიხსნა მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის მიერ შესრულებული გალაკტიონის  ბრინჯაოს ბარელიეფი და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის კაბინეტი.

აღსანიშნავია, რომ №51 საჯარო სკოლის ახლადგახსნილ გალაკტიონის კაბინეტში ინახება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ მეცხრე კლასში სწავლისას შესრულებული გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველი კლასიკოსი პოეტების ცნობილი ლექსების ინგლისურენოვანი თარგმანები. ”ასეთი ჟღერა, პულსი, რითმი და რიტმი იშვიათია თარგმანში” - ასე შეუფასებია მეცხრეკლასელი მიშა სააკაშვილის ნამუშევარი ცნობილ აკადემიკოს ქალბატონს მაკა ჩხეიძეს.

დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის 120 წლისთავისადმი  მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს საზეიმო საღამო გაიმართა, რომელშიც  №51 საჯარო სკოლის მოსწავლეები და ცნობილი მსახიობები მონაწილეობდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე