ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები და  სამინისტროს 2012 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო.

შეხვედრაზე წარმოდგენილ  პრეზენტაციაში მინისტრი განათლების ყველა სფეროს შეეხო. დიმიტრი შაშკინმა ვრცლად ისაუბრა ზოგადი განათლების მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე, კერძოდ: მომავალი წლისთვის იქმნება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (VII-XII კლასებში); კიდევ უფრო გაძლიერდება ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება, პროგრამა ”აინშტაინი”-ს ფარგლებში სკოლები 900 ახალი ლაბორატორიითა და 200 ,,ჭკვიანი დაფით” (smart board) აღიჭურვება; დაინერგება E-strategy (ელექტრონული სტრატეგია);  გაძლიერდება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება; გაიხსნება 100 ახალი ,,მომავლის კლასი”; გაგრძელდება პროექტის ” ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვანი მასწავლებლების ჩამოყვანა; ადგილობრივი 300 ინგლისური ენის მცოდნე მოხალისე ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში ინგლისური ენის მასწავლებლებად იმუშავებს; 500 მოხალისე პედაგოგი გაიგზავნება არაქართულენოვან სკოლებში.

2012 წელს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი და მათი პედაგოგები სახელმწიფოსგან საჩუქრად საქართველოში წარმოებულ კომპიუტერებს მიიღებენ; უფასო სახელმძღვანელოები სახელმწიფოსგან საჩუქრად ყველა სოციალურად დაუცველი მოსწავლეს გადაეცემა; გაგრძელდება წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამები; გადამზადდებიან პედაგოგები; გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა; გაფართოვდება მანდატურის სამსახური; გაგრძელდება ინკლუზიური განათლების განვითარება  და კერძო სკოლების ხელშეწყობა.

 2012 წლის ბიუჯეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აშენდება 20 ახალი სკოლა; სკოლებს გადაეცემათ  100 000 ახალი მერხი; 5000 ახალი დაფა და 25 000 კომპიუტერი; ახალი დაფინანსების სისტემით აღარ იარსებებს დანაკლისიანი სკოლები.

2012 წლისთვის აშენდება: მასწავლებლის სახლები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, 3 ახალი პროფესიული სასწავლებელი (თბილისი, ოზურგეთი, ქობულეთი), 2 ახალი საინფორმაციო ცენტრი (თელავი, ზუგდიდი), საგამოცდო ცენტრი თბილისში,  სონის პროფესიული კოლეჯი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, მოხდება ხელნაწერთა ინსტიტუტის რეაბილიტაცია.

გაგრძელდება პროფესიული და უმაღლესი  განათლების ხელშეწყობა,  მეცნიერების განვითარება და პოპულარიზაცია. სამეცნიერო კვლევებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 37 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

გაგრძელდება საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტების დაჯილდოება,  მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება, მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

ეს არის არასრული ჩამონათვალი სამომავლოდ დადეგმილი სიახლეებისა, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პარლამენტარების შეკითხვებსაც უპასუხა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე