ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ღვინის ფესტივალს მანდატურები და მოსწავლეები შეუერთდნენ

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, კახეთის ტურისტული განვითარების პროექტის ფარგლებში ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში „ღვინის ფესტივალს“ მანდატურის სამსახური შეუერთდა. მანდატურები და თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ღვინის ფესტივალს ერთად დაესწრნენ. მანდატურები მეთორმეტეკლასელებს ღვინის კულტურაზე და ღვინის წარმოშობის ისტორიაზე ესაუბრნენ.

მანდატურების თქმით, მსგავსი ღონისძიებები მომალშიც გაიმართება, სადაც მოსწავლეები და მანდატურები ერთად დაათვალიერებენ და დაესწრებიან ყველა კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

საქართველოში წარმოებული ღვინის გამოფენა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში ჩატარდა, სადაც დიდი და მცირე ღვინის კომპანიებმა, ასევე მცირე საოჯახო მარნებმა,  საკუთარი პროდუქაცია წარმოადგინეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე