ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა

მასწავლებლის სახლში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ და მთავრობის ათპუნქტიანი სამოქმედო გეგმა გააცნეს.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მაშსტაბით არსებული კერძო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ, მთავარი აქცენტი ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე გაკეთდა. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სწავლის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით  დანერგილ პროექტებზე, მათ შედეგებზე და დასახულ მიზნებზე.

საუბარი შეეხო ასევე კონკრეტულად კერძო სკოლებში არსებულ მდგომრეობას და დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ სამინიტროს მხარდაჭერით კერძო სკოლები სისტემურად მოწესრიგდა და ერთგვარად სრულყოფილ საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა.

დღეს ყველა კერძო სკოლას აქვს საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო გეგმებისა და  სკოლის საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციის სრული პაკეტი. ყველა ეს დოკუმენტი სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.

სამუშაო შეხვედრაზე კერძო სკოლების დირექტორებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ მინისტრისაგან მოესმინათ პასუხი მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე