ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგამოცდო კომისიის სხდომა გაიმართა

გამოცდების ახალი ციკლისთვის მზადება დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა  საგამოცდო კომისიის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და  2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვებ, ერთიან ეროვნულ  და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.

ტესტური დავალებები საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელსაც ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით შედგება და მასში საკითხები მხოლოდ სასკოლო პროგრამიდან  შევა. იმისათვის, რომ ყველას ინტერესები თანაბრად იყოს დაცული, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე პედაგოგებს მხოლოდ მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრული საკითხების ცოდნა მოეთხოვებათ.

სკოლებში  აქტიურად მიმდინარეობს საატესტატო გამოცდებისთვის მზადება. აბიტურის საათები, რომელიც ყველა საჯარო სკოლაში ტარდება, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს კიდევ ერთხელ გაიმეორონ მასალა. ამ მასალაზე დაფუძნებული ტესტური დავალებით მოუწევთ მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება.

მიმდინარეობს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მასწავლებელთა გადამზადებაც.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე