ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”მომავლის კლასში” ერთობლივი გაკვეთილი ჩატარდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი პირველი ექსპერიმენტური სკოლის “მომავლის კლასში“ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიური ნაკრებისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის წარმატებული მოსწავლეების ერთობლივ გაკვეთილს დაესწრო. გაკვეთილს ასევე  მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ესწრებოდნენ ორივე სკოლიდან.

ოლიმპიური ნაკრების პედაგოგმა სპეციალურად საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შედგენილი მათემატიკური ამოცანების ამოხსნის ხერხები გააცნო მოსწავლეებს. საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული იქნა ყველა ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც „მომავლის კლასშია“ დანერგილი.

ერთობლივი გაკვეთილი ძალზე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებმა გამოცდილება მიიღეს და ნახეს, როგორ ემზადება ოლიმპიური ნაკრები მომავალი საერთაშორისო ოლიმპიადისთვის. ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა კი, ულტრათანამედროვე საკლასო ოთახის თითქმის ყველა შესაძლებლობა გამოსცადეს.

პირველი ექსპერიმენტული სკოლის “მომავლის კლასს“ სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ, ეწყობა პრეზენტაციები, ტარდება  საჩვენებელი და ერთობლივი გაკვეთილები.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე