ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი სამრეწველო დიზაინის სფეროში ცნობილ იტალიელ ექსპერტს შეხვდა

საქართველოში იმყოფება ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯან კარლო პერინი. მისი ვიზიტის მიზანია საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება და მომავალი თანამშრომლობის ფორმატის განსაზღვრა. იტალიელ სტუმარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  შეხვდა და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

რეფორმებს შორის, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვანი ადგილი სტუდენტებს შორის მეცნიერების პოპულარიზაციას უკავია, ასევე  პრიორიტეტულია ინჟინერიის, ტექნოლოგიების და ზუსტი მეცნიერებების კიდევ უფრო განვითარება. ამ ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო გამოჩენილ მეცნიერებსა და მეცნიერ-გამომგონებლებს მათი ექსპერტიზის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში იწვევს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში და სამრეწველო დიზაინის სფეროში მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით მოხდა დოქტორ ჯან კარლო პერინის საქართველოში მოწვევა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სახელგანთქმულ იტალიელ გამომგონებელთან თანამშრომლობა სამინისტროსა და უმაღლეს დაწესებულებათა სტუდენტებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება.

ვიზიტის ფარგლებში იტალიელი ექსპერტი  საქართველოს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნობა, შეხვდება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მათთან ერთად განიხილავს მომავალი თანამშრომლობის ფორმატს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე