ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კლასიკურ გიმნაზიას საჩუქრად უნიკალური წიგნები გადაეცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი  შაშკინმა და საქართველოში ვატიკანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა  ფილიპო ჩამპანელიმ თბილისის კლასიკური გიმნაზიის უფროსკლასელებს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების უნიკალური გამოცემა წარუდგინეს და წიგნის რამდენიმე ეგზემპლიარი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს.

ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების  გამოცემა  წმინდა საყდრის სადესპანოს (ვატიკანის საელჩოს) ინიციატივით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით მომზადდა. აღნიშნული პუბლიკაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ვატიკანის საელჩოს მიერ დაიბეჭდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული გამოცემა წარმოადგენს ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ორიგინალური ტექსტების თარგმანს თანამედროვე ქართულ ენაზე. პუბლიკაცია საქართველოს თითოეულ სკოლას საუჩქრად გადაეცა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ეს გამოცემა ქართველ სტუდენტებს, მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს ძველ ქართულ სასულიერო ლიტერატურასთან დააახლოვებს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პუბლიკაციის მნიშვნელობას და იმ დიდ მისიას, რის გამოც სამინისტრომ აღნიშნულ პროექტს მხარი დაუჭირა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე