ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ნატოს შტაბ-ბინაში გაემგზავრებიან

ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ღონისძიებას  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დაესწრო. კონკურსის ორი გამარჯვებული ბრიუსელში, ნატოს შტაბ ბინაში გაემგზავრება, ხოლო სამ ფინალისტს პერსონალური კომპიუტერები პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გადასცა. 

პროექტი ორგანიზაციამ  „ახალი თაობა  – ახალი ინიციატივა“  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ნატოს საზოგადოებრივი დიპლომატიის სამსახურის დაფინანსებით განახორციელა.

პროექტში ცხრა  უმაღლესი სასწავლებელის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანი იყო ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაინტერესებულ სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება, მათი ჩართულობის გაზრდა და ამ მიმართულებით წახალისება.

კონკურსში მონაწილეობა  იმ ახალგაზრდებს შეეძლოთ, რომლებსაც ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე დაცული ნაშრომების საფუძველზე, უკვე მინიჭებული აქვთ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე