ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კომპანია ”ფიუვესთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანული კომპანია ”ფიუვეს” წარმომადგენელმა ინგე ბერგერმა მასწავლებლის სახლში თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი და საერთაშორისო კონფერენცია გახსნეს.

მემორანდუმი  სამინისტროსა და კომპანია “ფიუვეს” შორის აქტიურ თანამშრომლობას,  ერთობლივ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარებას, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართველი მასწავლებლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ორგანიზებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს.

საერთაშორისო კონფერენციას “ლაბორატორიული მოწყობილობების მოდერნიზება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში” გერმანელი მეცნიერები - დოქტორი ლუდოლფ ფონ ალვენსლიბენი და დოქტორი ინგე ბერგერი უძღვებოდნენ და მასში საქართველოსა და სომხეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

კონფერენცია საქართველოში კომპანია “ფიუვეს” ექსკლუზიური პარტნიორის შპს “რეზონანს - საქართველოსა” და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. 

“ფიუვე” მსოფლიო საგანმანათლებლო ლაბორატორიული მოწყობილობების წარმოებაში ლიდერი კომპანიაა. თბილისში ახლადგახსნილი მასწავლებლის სახლი ”ფიუვე”-ს კომპანიის ლაბორატორიითაა აღჭურვილი  და პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოიყენება. გარდა ამისა, ლაბორატორიაში თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის საჩვენებელი გაკვეთილები ტარდება.

კომპანია ”ფიუვე” საბუნებისმეტყველო საგნებისთვის 5000 -ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ მოწყობილობას უშვებს. მისი პროდუქცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია  გავრცელებული.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე