ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ყირგიზელ ბიზნესმენებს შეხვდა და პირადად გააცნო  ის რეფორმები, რომელიც ჩვენი ქვეყანის განათლებისა და მეცნირების სფეროში მიმდინარეობს.

ყირგიზელი ბიზნესმენების საქართველოში ვიზიტის მიზანს ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებისა  და ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელება წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, უცხოელი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის  განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის გაცნობა.

უცხოელი სტუმრები  თითქმის ყველა სიახლით დაინტერესდნენ და თითოეულ მათგანზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეს.  ყირგიზელი ბიზნესმენებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო  ის პროექტები აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაუმჯობესებისა და სკოლებში სწავლის ხარისხის ამაღლების კუთხით განახორციელა.

ყირგიზეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ მგომარეობას და მეცნიერების განვითარების კუთხით დანერგილ პროექტებსაც გაეცნენ.

დიმიტრი შაშკინმა დადებითად შეაფასა  ყირგიზელ ბიზნესმენებთან  შეხვედრა და განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებთან წარმატებულ თანამშრომლობას სწორედ ის გარდაქმნები განაპირობებენ, რომელიც საქართველოში განხორციელდა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე