ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სოფელ ახუთში ახალი სკოლა გაიხსნა

სოფელ ახუთში ახალი საჯარო სკოლა აშენდა. თანამედროვე სტანდარტების ახალი საგანამანათლებლო დაწესებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის სკოლა 150 ბავშვზეა გათვლილი. თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი საკლასო ოთახები. სკოლაში ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კაბინეტი. პრეზიდენტის საჩუქარი ნეტ-ბუქი წელს სკოლის ყველა პირველკლასელმა მიიღო.

სოფელ ახუთის საჯარო სკოლაში სამშენებლო სამუშაოები 2010 წლის 4 ნოემბერს დაიწყო და 2011 წლის 20 სექტემბერს დასრულდა.

სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს მიზანია, სრულფასოვანი განათლება ყველა მოსწავლემ  თანამედროვე და  კეთილმოწყობილ გარემოში მიიღოს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე