ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან

ქუთაისის ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დირექტორები ქართულ ენაში ტრენინგს გადიან. ინტენსიური ტრენინგის კურსს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს.

ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში სისტემატურად ტარდება ქართული ენის სწავლების კურსები. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კურსებს გადიან საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც. ამჯერად,   ექვსკვირიან ინტენსიური ტრენინგის კურსს აზერბაიჯანულენოვანი სკოლის 75  დირექტორი  გაივლის. დირექტორებს მსგავსი ტრენინგი სექტემბერ-ოქტომბრის თვეებშიც ჩაუტარდათ.

სახელმწიფო ენის ცოდნას  უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. სამინისტროს მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების მიზანი, ქართული ენის სწავლების გაძლიერებაა.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე