ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურენოვან პედაგოგთა ახალი ჯგუფი საქართველოშია

საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ინგლისურენოვან მოხალისე მასწავლებელთა  ჩამოსვლა გრძელდება. ამჯერად, მორიგი ჯგუფი ამერიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან,  კანადიდან, ავსტრალიიდან და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოვიდა.

ინგლისურენოვანი პედაგოგები ტრადიციულად ტრენინგს გაივლიან და სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონების საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან. მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, მოხალისე პედაგოგები აჭარის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად,  სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან.
 
”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად”  პროექტის ფარგლებში, ინგლისურენოვან პედაგოგთა ჩამოსვლისა და საჯარო სკოლების მოხალისე მასწავლებლებით შევსების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე