ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა ეთნიკური უმცირესობებისთვის

2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე ითარგმნა, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრის დირექტორმა ნათია ჯოხაძემ ბრიფინგი გამართეს.

როგორც ცნობილია, შეიქმნა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მთავარი დანიშნულება სასწავლო პროცესის ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში მოქცევაა. ახალი გეგმა 2011-2012 სასწავლო წლიდან  ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.) უკვე ამოქმედდა, ხოლო 2012-2013 სასწავლო წელს  საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.) დაინერგება.

საქართველოს არაქართულენოვან სკოლებისა და სექტორების დაწყებით საფეხურზე (I-VI კლ.), ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის იმპლემენტაცია 2012-2013 სასწავლო წელს დაიწყება, ხოლო 2013-2014 სასწავლო წელს - საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლ.) დაინერგება.

შესაბამისად,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრმა დაასრულა 2011-2016 წლების ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თარგმნა ეროვნული უმცირესობების ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული). აღნიშნულ თარგმანზე იმუშავეს  როგორც  დარგობრივმა ექსპერტებმა, ასევე მოქმედმა პედაგოგებმა.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის თარგმნა აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა ეროვნული უმცირესობების ერთიან საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე