ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

107-ე საჯარო სკოლაში სამი ახალი ლაბორატორია გაიხსნა

ლილოს დასახლებაში მდებარე №107-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა,  შესრულებულ სამუშაოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაეცნო და ფიზიკის,  ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები გახსნა.

სამინისტროს დაფინანსებით 2011 წლის ზაფხულში 107-ე საჯარო სკოლის  რეაბილიტაცია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სამი  თანამედროვე სტანდარტების საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაკეთდა. სკოლაში, სადაც 1300-ზე მეტი მოსწავლეა, ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია  სამივე საბუნებიმეტყველო საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) არსებობდეს საგნობრივი ლაბორატორიები, სადაც პარალელურად სამი კლასი იმუშავებს.

სამინისტრომ №107-ე საჯარო სკოლას უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორიის სამი სრული კომპლექტი პროგრამა ”აინშტაინის” ფარგლებში გადასცა და  პედაგოგებიც გადაამზადა.

სკოლაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა პირველკლასელთა კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის  რესურსოთახი მოეწყო, გამოიცვალა და მოწესრიგდა სველი წერტილები და სხვა კომუნიკაციები, სკოლა აღიჭურვა ახალი მერხებითა,  სასწავლო და საოფისე ინვენტარით. რეაბილიტაციის პროცესი ამჟამადაც სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე 2012-2013 წელს ამ სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების, კომფორტულ სკოლაში ისწავლიან.

სკოლების ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით  განსაკუთრებული  მნიშვნელობა რეგიონებისა და დედაქალაქის პერიფერიებში არსებული სკოლების რეაბილიტაციასა და მშენებლობას ენიჭება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე