ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიულ კოლეჯებს ოქროს მედლები გადაეცათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ ოქროს მედლებით  ხუთი პროფესიული კოლეჯი დააჯილდოვა, ხოლო სიგელები და ფულადი პრემიები   პროფესიული სასწავლებლების იმ ოც პედაგოგს გადასცა, რომლებმაც ტრენინგები პედაგოგიურ უნარ-ჩვევებსა და ინკლუზიურ განათლებაში წარმატებით გაიარეს. სიგელებითა და ფასიანი  საჩუქრებით საქართველოს მასშტაბით სულ 103 წარმატებული პროფესიული კოლეჯის პედაგოგი დაჯილდოვდა.

მასწავლებლის სახლში ოქროს მედლები შემდეგ პროფესიულ კოლეჯებს გადაეცათ: ”იკაროსი”(თბილისი),  ”ფაზისი”(ფოთი),  ”იბერია”(ქუთაისი),  ”აისი”(კაჭრეთი) და ”ახალი ტალღა”(ქობულეთი).  პროფესიული სასწავლებლების გამოვლენა  რამდენიმე კრიტერიუმის საფუძველზე მოხდა: გათვალისწინებული იქნა დატრენინგებულ მასწავლებელთა რაოდენობა და მათი შედეგები, სწავლის ხარისხი, კოლეჯებში სტუდენტთა რაოდენობა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცენტული მაჩვენებელი. სამმა  პროფესიულმა კოლეჯმა (”აისი”, ”ახალი ტალღა და ”იბერია”) გაიარა ავტორიზაცია და მიენიჭათ საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. მომავალი წლიდან ისინი  სტუდენტთა მიღებას ხუთივე საფეხურის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განახორციელებენ.

2010 წლიდან სამინისტრო პროფესიული კოლეჯების პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, ჩამოყალიბდა სამუშაო თემატური ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც  პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა პროფესიული სტანდარტი შემუშავდა,  დაიგეგმა ტრენინგ-სემინარები. პედაგოგიური უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, პროფესიული უნარებისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით ტრენინგები სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა  უკვე განახორციელა, 2012 წლისთვის კვლავ გაგრძელდება მასწავლებელთა ტრენინგები როგორც საგნობრივ ისე პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე