ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღინიშნება

საზოგადოებრივი სასამართლოს პროექტის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეებმა   მოსწავლეებს ადამიანის უფლებებზე, კერძოდ კი ბავშვთა უფლებების შესახებ  ლექცია-სემინარი წაუკითხეს. კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილისათვის კოკა სეფერთელაძესთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარისთვის და ღონისძიების სხვა წევრებისთვის დაესვათ.

1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი,  ადამიანის უფლებათა   საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.

დოკუმენტმა საშუალება მოგვცა მიგვეღწია პროგრესისათვის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში.  დეკლარაცია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ იგი წარმოადგენს პირველ საერთაშორისო დოკუმენტს, რომელშიც ნათქვამია, რომ უფლებები და თავისუფლება არის განუყოფელი;  ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს, რა შემოსვლი აქვს და რომელ რელიგიურ თუ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას იზიარებს.

”ადამიანის უფლებათა დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების აქტიურობა და საკუთარი უფლებების ცოდნაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლექცია-სემინარზე თბილისის საქალაქო სასამართლომ - მოზარდები მოიწვია,  ანუ საზოგადოების ზუსტად ის ასაკობრივი სეგმენტი,  რომელთა ინფორმირებულობა და აქტიურობა   მათი სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებას და სამომავლოდ კანონმორჩილი საზოგადოების წევრებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს”-განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ.

მსგავსი ღონისძიებები ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდებისათვის, რათა გააორმაგონ ძალისხმევა ადამიანის უფლებების დასაცავად.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე