ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურები დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ

სასწავლო დაწესებულების მანდატურები წავკისში საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა კვირიკესა და ივლიტას დედათა და ბავშვთა თავშესაფარს ესტუმრნენ.  მანდატურებმა მთელი დღე მოზარდებთან ერთად გაატარეს, ბავშვთა სახლის პედაგოგებს კი სხვადასხვა სახის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გაუწიეს დახმარება. მანდატურებთან ერთად  აღსაზრედელები  დეკანოზმა  გიორგი სახვაძემ მოინახულა და ბავშვთა სახლში  ყველა მცხოვრები  დალოცა.

აქციის ფარგლებში აღსაზრდელებს მანდატურებმა სასკოლო ინვენტარი, ტკბილეულობა, სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები გადასცეს. წავკისის დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 2 თვიდან 7 წლამდე 28 მოზარდი და მათი  14  დედა ცხოვრობს.

სასწავლო დაწესებულების მანდატურების საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებებში და საზოგადოების ყველა ფენას პირადად განუმარტონ  მანდატურის სამსახურის არსი. მანდატურები მზად არიან ყველანაირი სახის დახმარება გაუწიონ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე ბავშვთა სახლის ყველა აღსაზრდელს. მანდატურები მსგავს აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე