ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტში "არჩევანი შენზეა" გამარჯვებულები დასაჩუქრდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის "არჩევანი შენზეა" გამარჯვებული ათი საუკეთესო სლოგანის ავტორები დააჯილდოვა, ასევე მან  სპეციალური პრიზები და სერტიფიკატები გადასცა პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორებსა და  აქტიურ მასწავლებლებს.
პროექტი "არჩევანი შენზეა" "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და იგი ორგანიზაციამ "ახალი თაობა-ახალი ინიციატივა "  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და  აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით განახორციელა.

პროექტი განკუთვნილი იყო საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX–XII კლასის მოსწავლეებისათვის და ითვალისწინებდა მათ ჩართვას სხვადასხვა  სახის ინტერნეტ კონკურსებში (ეროვნული კონკურსი "გააკეთე სწორი არჩევანი!", სლოგანების კონკურსი, ფოტოკონკურსი) და აქტივობებში (მოკლე თეატრალური წარმოდგენების კონკურსი და შიდსთან  ბრძოლის მსოფლიო დღისადმი  მიძღვნილი  მარათონი).

კონკურსების მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისება; ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება აივ ინფექციისა და მავნე ჩვევების  (ნარკოტიკები, თამბაქო, ალკოჰოლი) უარყოფითი მხარეების შესახებ; ასევე მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების დახვეწა და განვითარება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე