ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოლეჯ ,,აისში” წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში ,,აისი” სტუდენტთა მიერ პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, საკონსერვო  ნაწარმის, ღვინოების, ხისა და თექის ნაწარმის წინასაახალწლო გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, გამოვლინდა ბრენდები და დასაჩუქრდნენ წარმატებული სტუდენტები და მასწავლებლები. აქვე გახდა ცნობილი რომ პროფესიული კოლეჯის "აისი" და ქობულეთის პროფესიული კლეჯის "ახალი ტალღა" ტუროპრერატორების ინიციატივით დაარსედება ორი ტურისტული კომპანია, სადაც ამ ორი კოლეჯის კურსდამთავრებულები დასაქმდებიან და მოიზიდავენ არამხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ ტურისტებსაც.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საელჩოების, ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ტურიზმის დეპარტამენტის,  გაეროს განვითარების პროგრამის და ევროკავშირის წარმომადგენლები  დაესწრნენ.

წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზების მიზანი იყო მომავალ სტუდენტთა, დამსაქმებელთა, დონორთა მოზიდვა, ასევე ცნობადობის, იმიჯის, დაფარვის ზონისა და ფინანსური შემოსავლის გაზრდა. ღონისძიება საქველმოქმედოც იყო და მიღებული შემოსავლის 5%  მოხუცთა თავშესაფარს გადაერიცხა.

მინისტრის განცხადებით, ანალოგიური ღონისძიებები ხელს შეუწყობს დასაქმებაზე ორიენტირებული პროფესიული სწავლების განვითარებას, მოქალაქეთა  პროფორიენტაციასა და დამსაქმებელთა დაინტერესებას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე