ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა ეროვნული საგამოცდო პროგრამა დაამტკიცა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საატესტატო, ერთიანი ეროვნული და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების პროგრამის დამტკიცების შესახებ სპეციალურ ბრძანებას მოაწერა ხელი. საგამოცდო პროგრამები წელს პირველად  ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან სრულ შესაბამისობაშია მოყვანილი.  მასწავლებელთა სასერტიფიკატიო გამოცდებზე საგამოცდო დრო გაიზრდება.

მთავარი პრიორიტეტი და სიახლე ახლადდამტკიცებულ საგამოცდო პროგრამაში გახლავთ ის, რომ დეტალიზირებულია და ჩაშლილია საგამოცდო საკითხთა ჩამონათვალი,  მითითებულია ამ საკითხთა ინდექსები და კავშირები ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ასევე მოცემულია ის საგნობრივი უნარ-ჩვევები, რაც მოსწავლეს კონკრეტული საგნის სწავლების დროს მოეთხოვება.

საგამოცდო პროგრამაში თითოეული საგნის მიხედვით წარმოდგენილია სამი გრაფა. პირველ გრაფაში ჩამოთვლილია საკითხები, მეორე გრაფაში დაზუსტებულია აღნიშნული  საკითხები, ხოლო მესამე გრაფაში  მოცემულია ინდექსები, რომლის მიხედვითაც დაინტერესებულ  პირს შეეძლება აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოძიება. 

მაგ:

საკითხთა ჩამონათვალი

საკითხთა დაზუსტება

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან

1.არქეოლოგიური პერიოდები  საქართველოში

 2. დიაოხი და კოლხა

  1. 1.       

 

  • ბრინჯაოს ხანა საქართველოში;

 

  • უძველესი ქართული სამეფოების ურთიერთობა ასურეთსა და ურარტუსთან.

ისტ. XI . 1.

ისტ. XI . 2.

ისტ. XI . 5.

ისტ. XI . 6.

ისტ. XI . 2.

ისტ. XI . 4.

საგამოცდო პროგრამებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების, მასწალებელთა პრფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ კომისიის მუშაობის პროცესში წელს პირველად შეაჯერეს პოზიციები და საგამოცდო პროგრამა ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ერთობლივად შეიმუშვეს.

გამოცდების ეროვნული პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე www.mes.gov.ge-ზე განთავსდება და მისი ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.   

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე