ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

”ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის” კონკურსში გამარჯვებული სკოლები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ    ”ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის” კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა. I ადგილზე გავიდა და 4 000 ლარი გადაეცა რუსთავის №17 საჯარო სკოლას, 3 000 ლარით დაჯილდოვდა  II ადგილზე გასული ფოთის №15 საჯარო სკოლა, III ადგილი ორმა სკოლამ ქვედა ცაგერისა და ჩხოროწყუს სოფ.ხაბუმეს №3 საჯარო სკოლამ გაიყვეს, მათ 1000-1000 ლარი გადაეცათ.

ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2011 წლის 24-28 ოქტომბერს ჩატარდა.  კვირეულის ფარგლებში სკოლებმა სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს, ღონისძიებებში I-XII კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. კვირეულის დასრულების შემდეგ თითოეული სკოლის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი დეტალური ანგარიშის საფუძველზე, სამინისტროში შექმნილმა კომისიამ საუკეთესოები გამოავლინა.

კვირეულის ფარგლებში სკოლებში ჩატარებული აქტივობების შეფასების კრიტერიუმები იყო: ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართულობა; ღონისძიებების მრავალფეროვნება; ღონისძიებების კრეატიულობა; მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა; წარმოდგენილი ანგარიშის გამართულობა და შესრულებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობა (ვიდეო ან ფოტომასალა, თვალსაჩინოებები და სხვა).

ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული განსაკუთრებით ”ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ანალოგიურ კონკურსებს და სკოლებისა და მოსწავლეების წახალისებას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე