ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სანზონაში ახალი პროფესიული კოლეჯი ,,მერმისი’’ გაიხსნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ სანზონაში ის ტერიტორია მოინახულეს, სადაც ახალი პროფესიული კოლეჯის ,,მერმისი’’ მშენებლობა იწყება. სპეციალური ტექნიკის გამოყენებით  ძველი შენობის პირველი სიმბოლური დემონტაჟი  თავად  დედაქალაქის მერმა განახორციელა.

პროფესიულ განათლებაზე მოსახლეობის გაზრდილმა მოთხოვნამ დღის წესრიგში დააყენა სასწავლებლების რაოდენობის გაზრდა. დღეს დავით გურამიშვილის გზატკეცილზე  საფუძველი  კიდევ ერთი ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობას ჩაეყარა.

ახალი კოლეჯის მშენებლობა 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება და მსურველებს  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ 3 საფეხურს შესთავაზებს.  კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება.  კეთილმოეწყობა კოლეჯის ეზო და აშენდება სახელოსნოები. კოლეჯი  კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდება.

პროფესიული კოლეჯი  შრომის ბაზრის  მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მსურველებს  მომსახურების, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროებში არსებულ სპეციალობებს შესთავაზებს. კოლეჯი სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; კალატოზი; მეფილე-მომპირკეთებელი; მებათქაშე; ელექტრიკოსი; მღებავი; დურგალი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ძრავის შემკეთებელი; სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; თექის ხელოსანი; შემდუღებელი; მეავეჯე; მზარეული.

პროფესიული განათლება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს და ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე ადამიანური რესურსის განვითარებაზე.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე